ჩვენს შესახებ

on . Posted in Uncategorised

ვინა ვართ ჩვენ:

 
ჩვენ ვართ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა ჯგუფი, რომლებიც გავერთიანდით, რათა შეგვექმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, 1997 წლის ოქტომბერში. ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქართულ მოსახლეობას საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა. 
მას შემდეგ, რაც დევნილები გავხდით, უამრავ პრობლემას შევეჯახეთ. მათი მოგვარება მხოლოდ გაერთიანებით და ერთმანეთის მხარდაჭერით შეგვეძლო. გავაცნობიერეთ, რომ ჩვენთვის უფრო გასაგები იყო ის საჭიროებები და მოთხოვნილებები, რომლებიც აფხაზეთიდან დევნილ ქალებს აწუხებდათ.

ფონდის დამფუძნებლები:

Alla         mer      Nanuli Ramishvili       Zhanna Chabukian

ალლა გამახარია             მერი გელაშვილი      ნანული რამიშვილი          ჟანა ჭაბუკიანი

 

ალლა გამახარია, მერი გელაშვილი, ნანული რამიშვილი, ჟანა ჭაბუკიანი.
ფონდი „სოხუმი" 1997 წელს დარეგისტრირდა (რეგისტრაცია №7) და 1999 წელს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოხდა მისი ხელმეორე რეგისტრაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროში.

 

ჩვენი ორგანიზაციის მისია:
ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის მეშვეობით ქალის როლის ასამაღლებლად საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.
 

ორგანიზაციის ხედვა:

გენდერული თანასწორობისა და არაძალადობრივი გარემოს მიღწევა. 


ორგანიზაციის სტრუქტურა:
ფონდის მართვას ახორციელებს გამგეობა და მისი თავმჯდომარე, რომელიც ხელმძღვანელობს წესდებითა და შინაგანაწესით. გამგეობა მუდმივმოქმედი სამუშაო ორგანოა და შედგება 5 წევრისაგან. გამგეობის წევრები სამ თვეში ერთხელ იკრიბებიან, როცა გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო.
ორგანიზაციის უფლებამოსილი პირი არის თავმჯდომარე ალლა გამახარია.
ორგანიზაცია შედგება 28 თანამშრომლისაგან. ორგანიზაციის ყველა წევრი აქტიურად მუშაობს აქტივისტებთან და მოხალისეებთან. 
ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებით ოპერატიულ გადაწყვეტილებებს იღებს ფონდის თავმჯდომარე.
პერსპექტიული და სტრატეგიული გადაწყვეტილებები მიიღება ორგანიზაციის გამგეობის საერთო კრებებზე.


ძირითადი მიმართულებები, რომლითაც მუშაობს ჩვენი ორგანიზაცია:

  • * ქალი და გენდერული თანასწორობა
  • * ქალი და მშვიდობის მშენებლობა
  • * ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება
  • * ახალგაზრდებთან მუშაობა


ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის სახეები:

  • * სამოქალაქო განათლება
  • * კვლევა
  • * ინფორმირება
  • * ადვოკატირება