პროექტის ადვოკატირების სტრატეგია

on . Posted in შეხვედრები

1 

მიუხედავად Covid-19 ვირუსით ქვეყანაში შექმნილი საგანგებო ვითარებისა, ფონდი „სოხუმი“ აგრძელებს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ განხორციელებას. პროექტის გუნდი დისტანციურ მუშაობის რეჟიმზე გადავიდა. შემუშავდა ადვოკატირების სტრატეგია, რომელშიც აღწერილია, როგორც პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობის და მუშაობის დეტალური გზები და მიდგომები, ასევე მოქალაქეების „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველის“ შესახებ ინფორმირების, მათი საარჩევნო აქტიურობის გაზრდის კონკრეტული სამოქმედო გეგმა. არსებული გამოწვევების საპასუხოდ, ადვოკატირების სტრატეგიაში გათვალისწინებულია პოლიტიკურ პარტიებთან და მოქალაქეებთან დისტანციური თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა, განისაზღვრა კონკრეტული სახელმწიფო ინსტიტუტები, გადაწყვეტილების მიმღებნი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებთანაც აქტიური კომუნიკაციის გზით, ფონდი „სოხუმი“ დასახული მიზნების მიღწევას შეეცდება და უზრუნველყოფს მოქალაქეების მაქსიმალურ ინფორმირებას და ჩართვას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით