ძირითადი მიმართულებები

* ქალი და გენდერული თანასწორობა * ქალი და მშვიდობის მშენებლობა * ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება * ახალგაზრდებთან მუშაობა

ვინა ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა ჯგუფი, რომლებიც გავერთიანდით, რათა შეგვექმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, 1997 წლის ოქტომბერში. ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქართულ მოსახლეობას საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა.

ჩვენი ორგანიზაციის მისია:

ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის მეშვეობით ქალის როლის ასამაღლებლად საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

პირველი შეხვედრა ქობულეთში პოლიტიკურ პარტიებთან

on . Posted in შეხვედრები

1 2 3 4

ქობულეთში ჩატარდა პირველი შეხვედრა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. მათ უპასუხეს ონლაინ პლატფორმაში წარმოდგენილ რამდენიმე კითხვას, ისაუბრეს თავიანთ პროგრამებზე. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველის შესახებ.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრის ეტაპის დასრულება

on . Posted in შეხვედრები

1 2

დასრულდა პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრის ეტაპი პროექტის „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი“ ფარგლებში. ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის თანამშრომლები ამჯერად ოთხი პარტიის წევრებს შეხვდნენ (️„ქართული ოცნება“, „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“, ️„ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“, ️„რეფორმერი“). მათ მიეწოდა ინფორმაცია პროექტის, ონლაინმრიცხველის და მისი დანერგვის მნიშვნელობის შესახებ. საპროექტო აქტივობები გეგმის მიხედვით გაგრძელდება.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

შეხვედრები პოლიტიკურ პარტიებთან

on . Posted in შეხვედრები

1 2 3 4 5

ფონდის „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობამ ინოვაციური პროექტის „ონლაინ ხმის მრიცხველი - ამომრჩველის რჩევის აპლიკაცია (Voter Advice Application) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ ფარგლებში პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებიდაიწყო. ფონდის „სოხუმის“ თანამშრომლებმა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს გააცნეს ინფორმაცია პროექტისა და მასში ჩართვის შესაძლებლობის შესახებ, რამაც მათი დაინტერესება გამოიწვია. პარტიებმა გამოთქვეს თანამშრომლობის სურვილი. ორგანიზაცია კვლავაც აგრძელებს პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებს და აქტიურ კომუნიკაციას პროექტში მათი ჩართულობის უზრუნველსაყოფად.

ამ ეტაპზე შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა პარტიებმა:ეკა ბესელიას „პარტია სამართლიანობისთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“, ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“.

„ამომრჩევლის რჩევის აპლიკაცია“ გულისხმობს ონლაინ პლატფორმის შექმნას, სადაც მოქალაქეებს აპლიკაციაში ასახულ კითხვებზე პასუხების გაცემის გზით, შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ იგივე კითხვაზე საარჩევნო პოლიტიკური სუბიექტების პოზიციას და შეხედულებას, მოკლედ და ამომრჩევლისთვის გასაგებ ენაზე. ეს დაეხმარება მოქალაქეს, გაიგოს, თუ რომელი პოლიტიკური სუბიექტი დგას ყველაზე ახლოს მის შეხედულებებთან, რათა არჩევნებზე შეძლოს ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთება. 

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

საინფორმაციო ფურცელი

on . Posted in შეხვედრები

3 4

დაიბეჭდა საინფორმაციო ფურცელი, რომელშიც ახსნილია ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველის არსი: რომ ონლაინ პლატფორმა საუკეთესო შესაძლებლობაა ორივე მხარისთვის - ამომრჩევლისთვისაც და პოლიტიკური სუბიექტისთვისაც: ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველის დანერგვა არის მოქალაქეთა ინფორმირება „ამომრჩევლთა რჩევის აპლიკაციის“ მეშვეობით.
პოლიტიკურ პარტიას ეძლევა საშუალება, ამომრჩეველს გააცნოს თავისი პროგრამა. ამომრჩეველი კი იღებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელი პარტიაა უფრო ახლოს მის ხედვასთან. 

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

ისევ საჯარო დისკუსიების შესახებ

on . Posted in შეხვედრები

1 2

 3 4

როგორ უნდა ჩატარდეს საჯარო დისკუსიები? რა ინფორმაცია უნდა მიეწოდოს შეხვედრის მონაწილეებს ონლაინ მრიცხველზე, მის მნიშვნელობაზე? ამის თაობაზე ფონდი „სოხუმის“ ოფისში ჩატარდა შეხვედრა მობილიზატორებთან, რომლებიც ჩართულნი არიან პროექტში.

მათ დეტალურად განიხილეს დაგეგმილი საინფორმაციო შეხვედრების მიმდინარეობა.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით