ძირითადი მიმართულებები

* ქალი და გენდერული თანასწორობა * ქალი და მშვიდობის მშენებლობა * ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება * ახალგაზრდებთან მუშაობა

ვინა ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა ჯგუფი, რომლებიც გავერთიანდით, რათა შეგვექმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, 1997 წლის ოქტომბერში. ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქართულ მოსახლეობას საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა.

ჩვენი ორგანიზაციის მისია:

ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის მეშვეობით ქალის როლის ასამაღლებლად საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

საინფორმაციო შეხვედრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში

on . Posted in შეხვედრები / ვორკშოპები

1 2 

3 4

3 ივლისს ხარაგაულის საკრებულოს სხდომათა დარბაზში  ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები შეხვდნენ მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებს და თვითმმართველობის სხვა პასუხისმგებელ პირებს.

შეხვედრაზე ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს: ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის ნიშნულები, გენდერული საბჭოს როლი და ფუნქცია, ღონისძიებები, რომელთაც შეუძლიათ მუნიციპალიტეტში შედარებით შეცვალონ სოციალური გარემო მოქალაქეთა სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფისთვის;  რა ასპექტებს მოიცავს გენდერული ბიუჯეტირება, რას ეფუძნება ის; როგორ ხდება გენდერული პარამეტრების ასახვა ორგანიზაციულ ბიუჯეტში,  პროგრამულ ბიუჯეტში; რას მოიტანს გენდერული სტატისტიკის სისტემის შექმნა, პროგრამების საჭიროებების კვლევებზე დაყრდნობით შემუშავება; რამდენად მნიშვნელოვანია გენდერული მონიტორინგის და ანალიზის სისტემა; გენდერული აუდიტის არსის გაცნობერება, რას უნდა ითვალისწინებდეს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა; რამდენად მნიშვნელოვანია კვალიფიციურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.  

შეხვედრამ გენდერული პოლიტიკის საკითხებში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის, გენდერული მრჩევლის, გენდერული საბჭოს წევრების მაღალი კვალიფიკაცია და ახალი სერვისების დანერგვის მოტივაცია გამოაჩინა.

შეხვედრა ჩატარდა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

სტატია გაზეთ „გურია ნიუსში“

on . Posted in მასმედია

1 2

სტატია „გენდერული თანასწორობა დლი მეინსტრიმინგი ადგილობრივ თვითმმართველობაში უნგრეთის მაგალითზე“ დაიბეჭდა გაზეთ „გურია ნიუსში“. სტატიის ავტორია ეკატერინე გამახარია, ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელი, ექსპერტი ქალთა უფლებების საკითხებში. ეს არის უნგრეთის არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა ლობის“ წარმომადგენლის, ენიკო პაპის ანალიტიკური ნაშრომის მოკლე მიმოხილვა, რომელიც დაიწერა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილება ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობისათვის“ ფარგლებში, ფონდი „სოხუმის“ დაკვეთით.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

ექსპერტები - რადიო „რიონის“ ეთერში

on . Posted in მასმედია

1 2

30 ივნისი. 15:15. გადაცემა რადიო „რიონის“ ეთერში.

თემა: გენდერული მეინსტრინინგის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობაში.

გადაცემის სტუმრები: ექსპერტები მერი გელაშვილი და ნანული რამიშვილი.

მათ ისაუბრეს ფონდი „სოხუმის“ მიერ გაწეულ მუშაობაზე მუნიციპალიტეტებში გენდერული მეინსტრინინგის დანერგვის კუთხით, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე, გენდერული თანასწორობის საბჭოების შექმნის აუცილებლობასა და სამომავლო სტრატეგიული გეგმის შემუშავებაზე.

გადაცემა გაიმართა პროექტის „ვიშეგრადის გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

ხონის მუნიციპალიტეტი: შეხვედრა გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან

on . Posted in შეხვედრები / ვორკშოპები

1 2

შეხვედრის თემა  - „გენდერული მეინსტრიმინგის დანერგვა მუნიციპალიტეტებში“.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ შედგა საუბარი ფონდი „სოხუმის“ პროექტის ფარგლებში შემუშავებული გზამკვლევის ირგვლივ. დამსწრეებმა ისაუბრეს მუნიციპალიტეტის გენდერული პოლიტიკასა და პრაქტიკაზე, მოისმინეს სხვა მუნიციპალიტეტების გამოცდილება. აღინიშნა გამოცდილების დეფიციტი საჭიროებათა კვლევების, მონიტორინგის, მონაცემთა ბაზის შექმნის კუთხით. გაიმართა დისკუსია, როგორ შეიძლება ამ საკითხების მოგვარება.

მონაწილეებმა  განიხილეს ხონის  გენდერული პოლიტიკის სამოქმედო გეგმის  პროექტი, რომელიც მომდევნო სხდომისთვის კიდევ ერთხელ შეჯერდება და საკრებულოს წარედგინება დასამტკიცებლად.   

შეხვედრა ჩატარდა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

საინფორმაციო შეხვედრა ვანის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან

on . Posted in შეხვედრები / ვორკშოპები

1 2 3

ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები შეიკრიბნენ. შეხვედრაზე მოისმინეს ფონდი „სოხუმის“ გამოცდილება. იმსჯელეს, როგორ უნდა დაინერგოს ადგილობრივ დონეზე გენდერული მიდგომები.

მონაწილეებმა განიხილეს გენდერული თანასწორობის საბჭოს სტრუქტურა, შემადგენლობა და გაეცნენ სამოქმედო გეგმის სამუშაო ვარიანტს.

შეხვედრა ჩატარდა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით