ძირითადი მიმართულებები

* ქალი და გენდერული თანასწორობა * ქალი და მშვიდობის მშენებლობა * ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება * ახალგაზრდებთან მუშაობა

ვინა ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა ჯგუფი, რომლებიც გავერთიანდით, რათა შეგვექმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, 1997 წლის ოქტომბერში. ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქართულ მოსახლეობას საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა.

ჩვენი ორგანიზაციის მისია:

ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის მეშვეობით ქალის როლის ასამაღლებლად საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

პირველად საჩხერეში - შეხვედრა საკრებულოში

on . Posted in შეხვედრები / ვორკშოპები

1 2 3

ფონდმა „სოხუმმა“ პირველად მოაწყო საინფორმაციო შეხვედრა საჩხერეში. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეიკრიბნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წამომადგენლები და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები. შეხვედრა შედგა პროექტის „ვიშეგრადის გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში. შეკრებილებმა მოისმინეს, რა მნიშვნელობა აქვს გენდერული თანასწორობის საბჭოს გენდერული პოლიტიკის დანერგვისთვის ადგილობრივ დონეზე. განიხილეს ფონდი „სოხუმის“ შემუშავებული სტრატეგიული  გზამკვლევი ადგილობრივი  ხელისუფლებისთვის.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

საინფორმაციო შეხვედრა ბაღდათის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან

on . Posted in შეხვედრები / ვორკშოპები

1 2

 3 4

ბაღდათის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის დარბაზში გაიმართა ფონდი „სოხუმისა“ და გენდერული თანასწორობის საბჭოს საინფორმაციო შეხვედრა. შეკრებილებმა ისაუბრეს მუნიციპალიტეტის გენდერულ პოლიტიკაზე, გამოცდილებასა და გამოწვევებზე, სხვა მუნიციპალიტეტების საბჭოების მუშაობაზე.

შეხვედრის ძირითადი ნაწილი მიეძღვნა გენდერული პოლიტიკის სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვას. გამოიყო ძირითადი მიმართულებები, მიზნები და ღონისძიებები.

შეხვედრა გაიმართა პროექტის „ვიშეგრადის გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

თერჯოლა - საინფორმაციო შეხვედრა გენდერული თანასწორობის საბჭოსთან

on . Posted in შეხვედრები / ვორკშოპები

1 2 3

ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები შეიკრიბნენ. შეხვედრაზე იმსჯელეს, როგორ უნდა დაინერგოს ადგილობრივ დონეზე გენდერული მიდგომები. მოისმინეს ფონდი „სოხუმის“ გამოცდილება. 

შეხვედრის მომდევნო ნაწილში მონაწილეებმა სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია განიხილეს. სამოქმედო გეგმაში აისახა: საბჭოს სტრუქტურა, ინსტიტუციური განვითარება, ტრენინგები გენდერულ საკითხებზე, გენდერული პროგრამები ადგილობრივ ბიუჯეტში, გენდერული სტატისტიკის შექმნა.

შეხვედრა ჩატარდა პროექტის,  „ვიშეგრადის გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

სტრატეგიული გზამკვლევი ადგილობრივი ხელისუფლებისთვის - ფონდი „სოხუმის“ ახალი პუბლიკაცია

on . Posted in კვლევები / პუბლიკაციები

1გენდერული მეინსტრიმინგის დანერგვა მუნიციპალიტეტებში - სტრატეგიული  გზამკვლევი ადგილობრივი  ხელისუფლებისთვის - ამ სახელწოდებისაა ფონდი „სოხუმის“ ახალი პუბლიკაცია. მასში ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს, მათ შო­რის აფხა­ზე­თის და ვი­შეგ­რა­დის ოთხი ქვეყ­ნის (უნ­გრე­თი, პო­ლო­ნე­თი, ჩე­ხე­თი, სლო­ვა­კე­თი) გა­მოც­დი­ლე­ბის შე­დე­გად დაგ­რო­ვი­ლი ექ­სპერ­ტუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი.

გზამ­კვლე­ვი არის დამ­ხმა­რე მე­თო­დო­ლო­გი­ური სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო, რო­მე­ლიც ხელს შე­უ­წყობს ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გენ­დერ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კის და­ნერ­გვა­ში. მას­ში მო­ცე­მუ­ლია იმ სა­კითხ­თა ნუს­ხა, რო­მელ­თა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გენ­დე­რუ­ლი მე­ინ­სტრი­მინ­გის გა­სა­ტა­რებ­ლად ად­გი­ლობ­რივ პო­ლი­ტი­კა­ში.

პუბლიკაცია შემუშავდა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილება ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობისათვის“ ფარგლებში.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

ტელეგადაცემა გენდერული პოლიტიკის დანერგვის თემაზე

on . Posted in მასმედია

ტელეკომპანია „რიონის“ ეთერში გავიდა გადაცემა, რომელიც  ადგილობრივ დონეზე გენდერული პოლიტიკის დანერგვის კუთხით არსებულ მდგომარეობას შეეხო.

გადაცემაში მონაწილეობდნენ წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი, ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, საზოგადოების წარმომადგენლები. გადაცემის მონაწილეები შეეხნენ ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებულ საქმიანობას გენდერული კვლევების, ადგილობრივი თვითმმართველობის გენდერული სტრატეგიის გზამკვლევის შემუშავების, მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის საბჭოების საკონსულტაციო სერვისის, გენდერულ სამოქმედო გეგმებზე მუშაობის კუთხით. ქუთაისისა და წყალტუბოს გენდერული თანასწორობის საბჭოების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მუნიციპალიტეტების გენდერულ პროგრამებზე, კვალიფიციურ არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის პრაქტიკაზე.  

გადაცემაში გასულმა სიუჟეტმა  წყალტუბოსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრებზე და თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე მოგვითხრო.

გადაცემა მომზადდა პროექტის „ვიშეგრადის გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით