ძირითადი მიმართულებები

* ქალი და გენდერული თანასწორობა * ქალი და მშვიდობის მშენებლობა * ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება * ახალგაზრდებთან მუშაობა

ვინა ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა ჯგუფი, რომლებიც გავერთიანდით, რათა შეგვექმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, 1997 წლის ოქტომბერში. ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქართულ მოსახლეობას საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა.

ჩვენი ორგანიზაციის მისია:

ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის მეშვეობით ქალის როლის ასამაღლებლად საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

შეხვედრა ქუთაისის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან

on . Posted in შეხვედრები / ვორკშოპები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქუთაისის სასწავლო ცენტრში პროექტის  „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრა ჩატარდა. საინტერესო დისკუსიები გაიმართა გენდერული პოლიტიკის, სამოქალაქო ჩართულობის საკითხებზე. გამოიკვეთა არაერთი პოზიცია იმასთან დაკავშირებით,  როგორ ხედავენ ახალგაზრდები საკუთარი ქალაქის ყოფას და მოქალაქეთა, განსაკუთრებით ახალგაზრდების კეთილდღეობის პერსპექტივებს, რამდენად არიან მზად, თვითონაც მიიღონ მონაწილეობა მათთვის სასურველი ცვლილებების განხორციელებაში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება „რიონის“ ეთერში

on . Posted in მასმედია

 

სტარტი აიღო ახალმა პროექტმა, რომელიც ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. ამის შესახებ ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა პირდაპირ ეთერში ინფორმაცია გაუზიარეს დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ მაყურებელს: პირველი შეხვედრის შთაბეჭდილებები, პროექტის ყველა პარტნიორთან ერთად სასწავლო კურსი პრაღაში (ჩეხეთი), 9 ექსპერტის გამოცდილება თავიანთ ქვეყნებში ადგილობრივ დონეზე გენდერული მეინსტრიმინგის კუთხით, ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში - პრაღა 10-ში სტუმრობა და მისი საქმიანობის გაცნობა.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

პარტნიორების თათბირები პრაღაში

on . Posted in შეხვედრები / ვორკშოპები

 1  2 3
18-19 აპრილს ფონდმა „სოხუმმა“ მოაწყო გაცნობითი ვიზიტი პრაღაში  პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ ფარგლებში. შეხვედრას დაესწრნენ პროექტის აფხაზი პარტნიორები, ექსპერტები, პროექტის მონაწილეები ჩეხეთიდან, პოლონეთიდან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან, ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები.
დაისვა შემდეგი საკითხები: ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილება გენდერული თანასწორობის მიღწევის კუთხით, სამოქალაქო საზოგადოების როლი გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისა და ევროინტეგრაციისათვის, ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის პრეზენტაცია და ორგანიზაციის წვლილი ადგილობრივ დონეზე გენდერული მექანიზმების ინსტიტუციონალიზაციაში.
პარტნიორების დახმარებით გაიმართა საინტერესო შეხვედრა ადგილობრივ თვითმმართველობასთან „პრაღა 10“ ადგილობრივ მუნიციპალიტეტში გენდერული მეინსტრიმინგის გამოცდილების გაცნობის მიზნით.  
შეხვედრაზე ძირითადი ადგილი დაიკავა მსჯელობამ კვლევის მეთოდოლოგიასა და მეთოდიკის შემუშავებაზე. პროექტის ფარგლებში ჩატარდება პოლიტიკური დოკუმენტების კვლევა ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების გენდერული პრობლემატიკის გათვალისწინების კუთხით ევროპული ინტეგრაციის კონტექსტში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

მზადება ექსპერტთა ჯგუფის პირველი შეხვედრისთვის

on . Posted in შეხვედრები / ვორკშოპები

მიმდინარეობს მზადება ექსპერტთა ჯგუფის პირველი შეხვედრისთვის, რომელიც გაიმართება 17-20 აპრილს პრაღაში (ჩეხეთი). შეხვედრაზე ექსპერტები ერთმანეთს გააცნობენ ინფორმაციას სამოქალაქო საზოგადოების როლზე გენდერული მეინსტრიმინგის უზრუნველყოფის კუთხით ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე თავიანთ  ქვეყნებში.

გაიმართება მსჯელობა პოლიტიკური დოკუმენტების კვლევის მეთოდოლოგიის შესახებ - ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებში გენდერული პრობლემატიკის გათვალისწინების კუთხით, ევროპული ინტეგრაციის კონტექსტში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით