ძირითადი მიმართულებები

* ქალი და გენდერული თანასწორობა * ქალი და მშვიდობის მშენებლობა * ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება * ახალგაზრდებთან მუშაობა

ვინა ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა ჯგუფი, რომლებიც გავერთიანდით, რათა შეგვექმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, 1997 წლის ოქტომბერში. ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქართულ მოსახლეობას საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა.

ჩვენი ორგანიზაციის მისია:

ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის მეშვეობით ქალის როლის ასამაღლებლად საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

ვორკშოპი საჯარო დისკუსიების ჩატარებასთან დაკავშირებით

on . Posted in შეხვედრები

1 2 3 4

10 ივლისს გაიმართა ვორკშოპი პროექტის „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ ფარგლებში - საჯარო დისკუსიების მოწყობა/მართვასთან დაკავშირებით. ვორკშოპი მიმდინარეობდა შერეული ფორმატით - მონაწილეთა ნაწილი ფონდი „სოხუმის“ ოფისში იმყოფებოდა, ნაწილი კი სხვადასხვა რეგიონიდან ჩაერთო ონლაინ ზუმის პლატფორმის მეშვეობით. მათ ისაუბრეს არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე, შექმნეს სამუშაო გეგმების მონახაზი და გაწერეს სამომავლო საქმიანობა. ვორკშოპს უძღვებოდა ეკატერინე გამახარია - ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.


პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

საპროქტო მუშაობის აქტიური ფაზა

on . Posted in შეხვედრები

1 2

ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებული, როდის ჩატარდება არჩევნები საქართველოში, მაგრამ ფონდი „სოხუმი“ აქტიურად მუშაობს პროექტის „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ ფარგლებში.

პროექტის მიზანია ონლაინ ხმის მრიცხველის შექმნა -  წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით. საპროექტო ჯგუფი ონლაინ შეხვედრებზე იხილავს ყველა აქტუალურ საკითხს.

ფონდი „სოხუმის“ ყველა ინტერნეტპლატფორმაზე განთავსებულია მოწოდება, რომ მოსახლეობამ დააფიქსიროს, რა კითხვას დაუსვამდა პოლიტიკურ პარტიებს. ამჟამად მიმდინარეობს კითხვების ჩაწერა. აქტიურ ფაზაშია მუშაობა საინფორმაციო ვიდეორგოლზე.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი

on . Posted in მასმედია

102287503 566398740939603 5126968088335482880 nდაუსვი კითხვა პოლიტიკურ პარტიას‼️
გაიგე, გაარკვიე, დააზუსტე, რაც გაინტერესებს!
გამოიყენეთ შესაძლებლობა, მიაწვდინოთ ხმა პოლიტიკურ პარტიებს და მიიღოთ პასუხი თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
ყველაზე აქტუალური და ხშირად დასმული კითხვები შევა ონლაინ პლატფორმაში (კითხვარში შეტანილ კითხვებში დაცული იქნება ანონიმურობა).
ფონდმა „სოხუმმა“ მოამზადა აპლიკაცია მოსახლეობისთვის, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია დააფიქსიროს შეკითხვა, რომელსაც დაუსვამდა პოლიტიკურ პარტიას. კითხვარი შეივსება პოლიტიკური პარტიების მიერ და აპლიკაცია მათემატიკური გაანგარიშების შედეგად პროცენტულად გვიჩვენებს, რომელ პარტიას მიესადაგება თქვენი თვალთახედვა.
ფონდი „სოხუმი“ თქვენთან აქტიური თანამშრომლობით ქმნის საქართველოში პირველ ონლაინ ხმის მრიცხველს, რომელიც ხელს შეუწყობს ამომრჩეველთა მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე!
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის "ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ ფარგლებში - ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით 

პოლონური გამოცდილება - ვორკშოპზე

on . Posted in შეხვედრები

1 2 3 4 5

ონლაინ ხმების მრიცხველი - რა არის ეს? რა მნიშვნელობა აქვს? როგორ მუშაობს? როგორია მისი ევროპული მოდელი? როგორ დავნერგოთ ეს მოდელი საქართველოში?

ამ საკითხებს მიეძღვნა ონლაინ ვორკშოპი ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლებისთვის.

ეს პროექტი ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობს და ამიტომაც ევროპულ გამოცდილებაში ვიშეგრადის ქვეყნები იგულისხმება.

ამჯერად ევროპული მოდელი წარმოდგენილი იყო პოლონეთის მაგალითზე. ამის შესახებ საინტერესოდ, კონკრეტული ელექტრონული გვერდების მიმოხილვით ისაუბრა დოქტორმა კატარჟინა ზელინსკამ (სოციოლოგიის ინსტიტუტი, იაგელონის უნივერსიტეტი).

მან ვორკშოპის მონაწილეებს გააცნო პოლონეთის გამოცდილება VAA–ს (ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი) ინტეგრირებისა და მისი შედეგების შესახებ, ასევე მედიისა და ონლაინ პლატფორმების საშუალებით VAA–ს გავრცელების პრაქტიკული ინსტრუმენტები და ისიც, თუ როგორ მოხდა მოსახლეობის ჩართვა ამ პროცესში. მონაწილეებმა დააფიქსირეს სიძნელეები, რაც შეიძლება ახლდეს ონლაინ მრიცხველის დანერგვას საქართველოში, თუმცა აქედანვე ნათელია: სწორი საინფორმაციო კამპანიის შედეგად პოლიტიკური პარტიებიც და ამომრჩევლებიც მიხვდებიან ამ მოდელის აქტუალობას, მნიშვნელობას და სიკეთეს.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ ფარგლებში ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობის დასაწყისი

on . Posted in შეხვედრები

1„ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ - ფონდი „სოხუმის“ ეს  პროექტი გულისხმობს საქართველოში პირველი ონლაინ ხმის მრიცხველის შექმნას -  წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით. შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს ონლაინ რეჟიმში.

ფონდის თანამშრომლებმა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს გააცნეს ინფორმაცია პროექტისა და მასში ჩართვის შესაძლებლობის შესახებ, რამაც მათი დაინტერესება გამოიწვია. პარტიებმა გამოთქვეს თანამშრომლობის სურვილი. ორგანიზაცია კვლავაც აგრძელებს მუშაობას ამ მიმართულებით.  

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით