ძირითადი მიმართულებები

* ქალი და გენდერული თანასწორობა * ქალი და მშვიდობის მშენებლობა * ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება * ახალგაზრდებთან მუშაობა

ვინა ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა ჯგუფი, რომლებიც გავერთიანდით, რათა შეგვექმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, 1997 წლის ოქტომბერში. ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქართულ მოსახლეობას საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა.

ჩვენი ორგანიზაციის მისია:

ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის მეშვეობით ქალის როლის ასამაღლებლად საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

ხელმოწერილია კონტრაქტი პროექტის განხორციელების შესახებ

on . Posted in პროექტის შესახებ

ხელმოწერილია კონტრაქტი კულტურულ-ჰუმანიტარულ ფონდ „სოხუმსა“ და ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდს შორის №21650056 პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ განხორციელების შესახებ.

17-თვიან პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის ქვეყნების -  ჩეხეთის,  სლოვაკეთის, პოლონეთის, უნგრეთის - წარმომადგენლები, აგრეთვე ქართული და აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციები.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით