ძირითადი მიმართულებები

* ქალი და გენდერული თანასწორობა * ქალი და მშვიდობის მშენებლობა * ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება * ახალგაზრდებთან მუშაობა

ვინა ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა ჯგუფი, რომლებიც გავერთიანდით, რათა შეგვექმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, 1997 წლის ოქტომბერში. ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქართულ მოსახლეობას საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა.

ჩვენი ორგანიზაციის მისია:

ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის მეშვეობით ქალის როლის ასამაღლებლად საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

პოლონური გამოცდილება - ვორკშოპზე

on . Posted in შეხვედრები

1 2 3 4 5

ონლაინ ხმების მრიცხველი - რა არის ეს? რა მნიშვნელობა აქვს? როგორ მუშაობს? როგორია მისი ევროპული მოდელი? როგორ დავნერგოთ ეს მოდელი საქართველოში?

ამ საკითხებს მიეძღვნა ონლაინ ვორკშოპი ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლებისთვის.

ეს პროექტი ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობს და ამიტომაც ევროპულ გამოცდილებაში ვიშეგრადის ქვეყნები იგულისხმება.

ამჯერად ევროპული მოდელი წარმოდგენილი იყო პოლონეთის მაგალითზე. ამის შესახებ საინტერესოდ, კონკრეტული ელექტრონული გვერდების მიმოხილვით ისაუბრა დოქტორმა კატარჟინა ზელინსკამ (სოციოლოგიის ინსტიტუტი, იაგელონის უნივერსიტეტი).

მან ვორკშოპის მონაწილეებს გააცნო პოლონეთის გამოცდილება VAA–ს (ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი) ინტეგრირებისა და მისი შედეგების შესახებ, ასევე მედიისა და ონლაინ პლატფორმების საშუალებით VAA–ს გავრცელების პრაქტიკული ინსტრუმენტები და ისიც, თუ როგორ მოხდა მოსახლეობის ჩართვა ამ პროცესში. მონაწილეებმა დააფიქსირეს სიძნელეები, რაც შეიძლება ახლდეს ონლაინ მრიცხველის დანერგვას საქართველოში, თუმცა აქედანვე ნათელია: სწორი საინფორმაციო კამპანიის შედეგად პოლიტიკური პარტიებიც და ამომრჩევლებიც მიხვდებიან ამ მოდელის აქტუალობას, მნიშვნელობას და სიკეთეს.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ ფარგლებში ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით