ძირითადი მიმართულებები

* ქალი და გენდერული თანასწორობა * ქალი და მშვიდობის მშენებლობა * ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება * ახალგაზრდებთან მუშაობა

ვინა ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა ჯგუფი, რომლებიც გავერთიანდით, რათა შეგვექმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, 1997 წლის ოქტომბერში. ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქართულ მოსახლეობას საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა.

ჩვენი ორგანიზაციის მისია:

ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის მეშვეობით ქალის როლის ასამაღლებლად საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

„ამომრჩევლის რჩევის აპლიკაციის“ არსი - ტელეგადაცემა „რიონის“ ეთერში

on . Posted in მასმედია

1 2 3

რეგიონალური ტელეკომპანია „რიონის“ ეთერით ფონდი „სოხუმის“ მიერ მომზადებული გადაცემა გავიდა.

გადაცემაში გაშუქდა, როგორ მუშაობს ფონდი „სოხუმის“ მიერ 2020 წლის  საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილი ინოვაციური ელექტრონული პლატფორმა „ამომრჩევლის რჩევის აპლიკაცია“, რომელიც 15 სექტემბერს ამოქმედდა;   რა მიზანს ემსახურება და როგორ ეხმარება  მოქალაქეს  არჩევანის გაკეთებაში; რა საქმიანობა ჩატარდა ევროპული გამოცდილების გაცნობის, ადგილობრივი პოლიტიკური ლანდშაფტის შესწავლის მიმართულებით; როგორ ხდება პლატფორმის პოპულარიზაცია; როგორია რიგითი ამომრჩევლების, სპეციალისტების პოზიცია.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით