ძირითადი მიმართულებები

* ქალი და გენდერული თანასწორობა * ქალი და მშვიდობის მშენებლობა * ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება * ახალგაზრდებთან მუშაობა

ვინა ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა ჯგუფი, რომლებიც გავერთიანდით, რათა შეგვექმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, 1997 წლის ოქტომბერში. ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქართულ მოსახლეობას საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა.

ჩვენი ორგანიზაციის მისია:

ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის მეშვეობით ქალის როლის ასამაღლებლად საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

ამომრჩევლის აქტიურობა - სერიოზული განაცხადი

on . Posted in მასმედია

1 2

ამომრჩეველთა რჩევის აპლიკაციის მოქმედება დასრულდა. 15 სექტემბრიდან 21 ნოემბრამდე აპლიკაცია 68780-მა ადამიანმა შეავსო, რაც საკმაოდ სერიოზული განაცხადია. ეს აქტიურობა მკაფიოდ მეტყველებს ამომრჩევლის მაღალ ინტერესზე ქვეყნის მომავალი კურსის მიმართ და იმაზეც, რა დაკვეთა აქვს საზოგადოებას ახალი მოწვევის პარლამენტის მიმართ.

ამ ეტაპზე ფონდი „სოხუმი“ აანალიზებს ამომრჩეველთა მიერ აპლიკაციაში დაფიქსირებულ ყველაზე პრიორიტეტულ საკითხებს და ამზადებს სარეკომენდაციო დოკუმენტს. დოკუმენტი მიეწოდება აპლიკაციაში მონაწილე ყველა პოლიტიკურ პარტიას და  პარლამენტის წევრებს, რათა მათ თავიანთ საქმიანობაში გაითვალისწინონ ეს რეკომენდაციები. ანგარიშვალდებული პარლამენტი ხალხის ნდობის გამართლებაა!

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით