ძირითადი მიმართულებები

* ქალი და გენდერული თანასწორობა * ქალი და მშვიდობის მშენებლობა * ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება * ახალგაზრდებთან მუშაობა

ვინა ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა ჯგუფი, რომლებიც გავერთიანდით, რათა შეგვექმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, 1997 წლის ოქტომბერში. ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქართულ მოსახლეობას საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა.

ჩვენი ორგანიზაციის მისია:

ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის მეშვეობით ქალის როლის ასამაღლებლად საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

მიღებული გამოცდილების შეჯამება

on . Posted in მასმედია

წარმატებით დასრულდა ამომრჩევლის რჩევის ონლაინ აპლიკაციის მოქმედება და  ახლა ის დროა, როცა მიღებული გამოცდილების შეჯამებაა საჭირო.

ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა შემაჯამებელ ანგარიშზე და პუბლიკაციაზე, რომელიც გააერთიანებს ფონდი „სოხუმის“ პრაქტიკას ონლაინ პლატფორმასთან დაკავშირებით. მასში განხილული იქნება პლატფორმის შექმნის იდეა, გამოწვევები, თანამშრომლობა პოლიტიკურ პარტიებთან, მუშაობა საზოგადოებრივ ჯგუფებთან, მასმედიასთან. აისახება ვიშეგრადის ქვეყნების (ჩეხეთი, სლოვაკეთი) გამოცდილება, მიღებული შედეგები და გაკვეთილები...

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით