ძირითადი მიმართულებები

* ქალი და გენდერული თანასწორობა * ქალი და მშვიდობის მშენებლობა * ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება * ახალგაზრდებთან მუშაობა

ვინა ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა ჯგუფი, რომლებიც გავერთიანდით, რათა შეგვექმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, 1997 წლის ოქტომბერში. ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქართულ მოსახლეობას საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა.

ჩვენი ორგანიზაციის მისია:

ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის მეშვეობით ქალის როლის ასამაღლებლად საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

ვიდეორგოლი ინტერნეტ აპლიკაციის შესახებ

on . Posted in მასმედია

დროდადრო, შენ გიწევს მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც გავლენას ახდენს შენს ცხოვრებასა და მომავალზე. ზოგჯერ სწორი გადაწყვეტილების მიღებისთვის შენ დახმარება გჭირდება.

ასე იწყება პატარა ვიდეორგოლი, რომელიც ორიგინალურად ასახავს „ონლაინ ხმის მრიცხველის“ არსს.

ვიდეორგოლში ნაჩვენებია ინსტრუქცია, როგორ გამოიყენოთ ინტერნეტ აპლიკაცია და გაიგოთ, რომელი პარტიის ხედვა შეესაბამება თქვენს პოზიციას.

ვიდეორგოლი მოამზადა ფონდი „სოხუმის“ საპროექტო გუნდმა, ანიმაციების ავტორია კესო წირღვავა.

„ონლაინ ხმის მრიცხველი“ 15 სექტემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი www.onlinemricxveli.ge

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი

on . Posted in მასმედია

102287503 566398740939603 5126968088335482880 nდაუსვი კითხვა პოლიტიკურ პარტიას‼️
გაიგე, გაარკვიე, დააზუსტე, რაც გაინტერესებს!
გამოიყენეთ შესაძლებლობა, მიაწვდინოთ ხმა პოლიტიკურ პარტიებს და მიიღოთ პასუხი თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
ყველაზე აქტუალური და ხშირად დასმული კითხვები შევა ონლაინ პლატფორმაში (კითხვარში შეტანილ კითხვებში დაცული იქნება ანონიმურობა).
ფონდმა „სოხუმმა“ მოამზადა აპლიკაცია მოსახლეობისთვის, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია დააფიქსიროს შეკითხვა, რომელსაც დაუსვამდა პოლიტიკურ პარტიას. კითხვარი შეივსება პოლიტიკური პარტიების მიერ და აპლიკაცია მათემატიკური გაანგარიშების შედეგად პროცენტულად გვიჩვენებს, რომელ პარტიას მიესადაგება თქვენი თვალთახედვა.
ფონდი „სოხუმი“ თქვენთან აქტიური თანამშრომლობით ქმნის საქართველოში პირველ ონლაინ ხმის მრიცხველს, რომელიც ხელს შეუწყობს ამომრჩეველთა მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე!
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის "ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ ფარგლებში - ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით