ძირითადი მიმართულებები

* ქალი და გენდერული თანასწორობა * ქალი და მშვიდობის მშენებლობა * ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება * ახალგაზრდებთან მუშაობა

ვინა ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა ჯგუფი, რომლებიც გავერთიანდით, რათა შეგვექმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, 1997 წლის ოქტომბერში. ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქართულ მოსახლეობას საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა.

ჩვენი ორგანიზაციის მისია:

ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის მეშვეობით ქალის როლის ასამაღლებლად საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

ტელეგადაცემა „რიონის“ ეთერში

on . Posted in არქივი / მასმედია

25 აპრილს ტელეკომპანია „რიონის“ ეთერში ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული გადაცემა გაიმართა,  რომელსაც ესწრებოდნენ პროექტის მონაწილეები, ბაღდათის და

ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენლები, გენდერული საბჭოების წევრები.

გადაცემის თემა იყო „გენდერული მიდგომები და გენდერული დღის წესრიგი მუნიციპალურ პოლიტიკაში“. საუბარი, ძირითადად, შეეხო ფონდი „სოხუმის“ მიერ შემუშავებული ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის სტრატეგიულ გზამკვლევს. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების პოზიცია ასეთია: ეს დოკუმენტი ძალიან სასარგებლოა, რადგან შეიცავს მეთოდოლოგიასაც და პრაქტიკულ რჩევებსაც, როგორ უნდა დაიწყოს სამუშაო, რა კითხვები უნდა დაუსვან საკუთარ თავს ადგილობრივმა მოხელეებმა, რა საკითხებს მიაქციონ მეტი ყურადღება, ვისთან ითანამშრომლონ.

აქცენტი გაკეთდა ბაღდათში გამართულ მრგვალ მაგიდაზე, ფონდ „სოხუმსა“ და ბაღდათის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებულ მემორანდუმზე და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე.

ტელეგადაცემა გაიმართა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით