ძირითადი მიმართულებები

* ქალი და გენდერული თანასწორობა * ქალი და მშვიდობის მშენებლობა * ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება * ახალგაზრდებთან მუშაობა

ვინა ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა ჯგუფი, რომლებიც გავერთიანდით, რათა შეგვექმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, 1997 წლის ოქტომბერში. ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქართულ მოსახლეობას საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა.

ჩვენი ორგანიზაციის მისია:

ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის მეშვეობით ქალის როლის ასამაღლებლად საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

„New Press“ - სტატია „გენდერული თანასწორობის მიღწევის მოწინავე გამოცდილება სლოვაკეთის მაგალითზე“

on . Posted in არქივი / მასმედია

1ვებ-პორტალში „New Press“ დაიბეჭდა სტატია „გენდერული თანასწორობის მიღწევის მოწინავე გამოცდილება სლოვაკეთის მაგალითზე“. სტატია წარმოადგენს სლოვაკეთის მეცნიერებათა აკადემიის სოციოლოგიური ინსტიტუტის დოქტორის პიტერ გურანის ანალიტიკური ნაშრომის მოკლე მიმოხილვას, რომელიც დაიწერა ფონდი „სოხუმის“ პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილება ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობისათვის“ ფარგლებში. სტატიის ავტორია ეკატერინე გამახარია, ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელი, ექსპერტი ქალთა უფლებების საკითხებში.

წყარო: http://newpress.ge/qutaisshi-asatianis-quchis-reabilitaciis-dasruleba-2018-wels-igegmeba-lnpdl

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით