ძირითადი მიმართულებები

* ქალი და გენდერული თანასწორობა * ქალი და მშვიდობის მშენებლობა * ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება * ახალგაზრდებთან მუშაობა

ვინა ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა ჯგუფი, რომლებიც გავერთიანდით, რათა შეგვექმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, 1997 წლის ოქტომბერში. ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქართულ მოსახლეობას საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა.

ჩვენი ორგანიზაციის მისია:

ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის მეშვეობით ქალის როლის ასამაღლებლად საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

რადიოგადაცემა გენდერული თანასწორობის პოლიტიკას მიეძღვნა

on . Posted in არქივი / მასმედია

პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ ფარგლებში ჩატარდა კვლევა. მისი ერთ-ერთი თემაა „დეცენტრალიზაცია - ადგილობრივი თვითმმართველობა - გენდერული პოლიტიკა, საქართველო“.

ამ საკითხს მიეძღვნა გადაცემა რადიო „რიონის“ ეთერში. საუბარი შეეხო ფონდი „სოხუმის“ მიერ განხორციელებულ პროექტებს, კვლევის მასალებს, გენდერული თანასწორობის პოლიტიკას, შედეგებსა და გამოწვევებს, არასამთავრობო ორგანიზაციების როლსა და მნიშვნელობას.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით