ძირითადი მიმართულებები

* ქალი და გენდერული თანასწორობა * ქალი და მშვიდობის მშენებლობა * ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება * ახალგაზრდებთან მუშაობა

ვინა ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა ჯგუფი, რომლებიც გავერთიანდით, რათა შეგვექმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, 1997 წლის ოქტომბერში. ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქართულ მოსახლეობას საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა.

ჩვენი ორგანიზაციის მისია:

ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის მეშვეობით ქალის როლის ასამაღლებლად საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

საინფორმაციო კამპანიის გაგრძელება ტელესტუდიაში

on . Posted in არქივი / მასმედია

1 2 3

ფონდი „სოხუმი“ პროექტის „ვიშეგრადის (V4) ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ ფარგლებში აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას.

ტელეკომპანია „რიონის“ ეთერში გასული გადაცემის მიზანია საზოგადოების ინფორმირება პროექტის მსვლელობასა და მიღწეულ შედეგებზე.

ტელეგადაცემაში მონაწილეობდნენ: მერი გელაშვილი (პროექტის ერთ-ერთი შემსრულებელი), ლარისა შენგელია, ხათუნა გოგუა (ფონდი „სოხუმი“), ანჟელა ჩიხლაძე (მეწარმე ქალთა ფონდი) და ფიქრია ხაჭაპურიძე (ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსის მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი).

სტუდიაში შეკრებილებმა გამოცდილება გაუზიარეს მაყურებელს შემდეგ საკითხებზე: დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობა, მონაწილეობითი ბიუჯეტირება - როგორც საზოგადოებისა და თვითმმართველობის კიდევ უფრო დაახლოების ერთ-ერთი საშუალება.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით