ძირითადი მიმართულებები

* ქალი და გენდერული თანასწორობა * ქალი და მშვიდობის მშენებლობა * ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება * ახალგაზრდებთან მუშაობა

ვინა ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა ჯგუფი, რომლებიც გავერთიანდით, რათა შეგვექმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, 1997 წლის ოქტომბერში. ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქართულ მოსახლეობას საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა.

ჩვენი ორგანიზაციის მისია:

ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის მეშვეობით ქალის როლის ასამაღლებლად საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

სტატია ადგილობრივ დონეზე გენდერულ პოლიტიკაზე

on . Posted in არქივი / მასმედია

„გენდერული პოლიტიკა ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის სფეროში ადგილობრივ დონეზე“ - ასეთია  სათაური სტატიისა, რომელიც ინტერნეტში განათავსა ექსპერტმა აფხაზეთის საკითხებზე.

სტატიაში საუბარია ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციებზე, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სამართლებრივ მხარდაჭერაზე, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ეფექტური მუშაობის საერთაშორისო პრაქტიკაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის კანონში არსებულ ხარვეზებზე. ბოლოს მოცემულია მნიშვნელოვანი დასკვნა: „მმართველობის ყველა დონეზე ინკლუზიური მიდგომის დანერგვა აუცილებელ პირობებს შექმნის მართვის სისტემის დემოკრატიზაციისთვის“.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

ტელეგადაცემა „რიონის“ ეთერში

on . Posted in არქივი / მასმედია

25 აპრილს ტელეკომპანია „რიონის“ ეთერში ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული გადაცემა გაიმართა,  რომელსაც ესწრებოდნენ პროექტის მონაწილეები, ბაღდათის და

ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენლები, გენდერული საბჭოების წევრები.

გადაცემის თემა იყო „გენდერული მიდგომები და გენდერული დღის წესრიგი მუნიციპალურ პოლიტიკაში“. საუბარი, ძირითადად, შეეხო ფონდი „სოხუმის“ მიერ შემუშავებული ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის სტრატეგიულ გზამკვლევს. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების პოზიცია ასეთია: ეს დოკუმენტი ძალიან სასარგებლოა, რადგან შეიცავს მეთოდოლოგიასაც და პრაქტიკულ რჩევებსაც, როგორ უნდა დაიწყოს სამუშაო, რა კითხვები უნდა დაუსვან საკუთარ თავს ადგილობრივმა მოხელეებმა, რა საკითხებს მიაქციონ მეტი ყურადღება, ვისთან ითანამშრომლონ.

აქცენტი გაკეთდა ბაღდათში გამართულ მრგვალ მაგიდაზე, ფონდ „სოხუმსა“ და ბაღდათის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებულ მემორანდუმზე და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე.

ტელეგადაცემა გაიმართა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

გენდერული თანასწორობა როგორც მდგრადი განვითარების პირობა - პუბლიკაცია აქტუალურ თემაზე

on . Posted in არქივი / მასმედია

112 აპრილს ინტერნეტში დაიბეჭდა აფხაზეთის საკითხებზე ექსპერტის სტატია „გენდერული თანასწორობა როგორც მდგრადი განვითარების პირობა“.  მასში მოყვანილია გენდერული მეინსტრიმინგის დანერგვის ევროპული გამოცდილება, ვიშეგრადის ქვეყნების - პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის - კონკრეტული მაგალითები. 

„ხელისუფლებაში ქალთა მონაწილეობა ობიექტურად აუცილებელი პირობაა ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებისა და მდგრადი განვითარებისათვის. ქალთა ინტეგრაცია პოლიტიკურ ცხოვრებაში ნიშნავს ქალებისა და მამაკაცების ძალისხმევის გაერთიანებას საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

საინფორმაციო კამპანიის გაგრძელება ტელესტუდიაში

on . Posted in არქივი / მასმედია

1 2 3

ფონდი „სოხუმი“ პროექტის „ვიშეგრადის (V4) ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ ფარგლებში აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას.

ტელეკომპანია „რიონის“ ეთერში გასული გადაცემის მიზანია საზოგადოების ინფორმირება პროექტის მსვლელობასა და მიღწეულ შედეგებზე.

ტელეგადაცემაში მონაწილეობდნენ: მერი გელაშვილი (პროექტის ერთ-ერთი შემსრულებელი), ლარისა შენგელია, ხათუნა გოგუა (ფონდი „სოხუმი“), ანჟელა ჩიხლაძე (მეწარმე ქალთა ფონდი) და ფიქრია ხაჭაპურიძე (ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსის მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი).

სტუდიაში შეკრებილებმა გამოცდილება გაუზიარეს მაყურებელს შემდეგ საკითხებზე: დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობა, მონაწილეობითი ბიუჯეტირება - როგორც საზოგადოებისა და თვითმმართველობის კიდევ უფრო დაახლოების ერთ-ერთი საშუალება.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით