ძირითადი მიმართულებები

* ქალი და გენდერული თანასწორობა * ქალი და მშვიდობის მშენებლობა * ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება * ახალგაზრდებთან მუშაობა

ვინა ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა ჯგუფი, რომლებიც გავერთიანდით, რათა შეგვექმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, 1997 წლის ოქტომბერში. ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქართულ მოსახლეობას საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა.

ჩვენი ორგანიზაციის მისია:

ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის მეშვეობით ქალის როლის ასამაღლებლად საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისში - ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის თემა

on . Posted in არქივი / შეხვედრები / ვორკშოპები

1  2
 3 4

ქუთაისში, პროფესიული სასწავლებლის სააქტო დარბაზში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე „დეცენტრალიზაცია - ადგილობრივი თვითმმართველობა - გენდერული პოლიტიკა, საქართველო“. ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა ისაუბრეს პროექტის მიმდინარეობაზე, ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილებაზე, ფონდი „სოხუმის“ გენდერული საკონსულტაციო საბჭოების მუშაობით მიღებულ შედეგებზე.  

შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, მასმედიის, საზოგადოების წარმომადგენლები. დისკუსიისას მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის ფორმირებაში სამოქალაქო სექტორის ჩართულობის აუცილებლობას.

შეხვედრა ჩატარდა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე, თანაბარი ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით