ძირითადი მიმართულებები

* ქალი და გენდერული თანასწორობა * ქალი და მშვიდობის მშენებლობა * ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება * ახალგაზრდებთან მუშაობა

ვინა ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა ჯგუფი, რომლებიც გავერთიანდით, რათა შეგვექმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, 1997 წლის ოქტომბერში. ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქართულ მოსახლეობას საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა.

ჩვენი ორგანიზაციის მისია:

ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის მეშვეობით ქალის როლის ასამაღლებლად საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

ევროპული გამოცდილება, ქართული რეალობა, პერსპექტივები - საინფორმაციო შეხვედრაზე განხილული საკითხები

on . Posted in არქივი / შეხვედრები / ვორკშოპები

1 2 3

კიდევ ერთი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ქუთაისში, პროფესიულ სასწავლებელში პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე, თანაბარი ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ ფარგლებში.

შეკრებილთა შორის იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სასწავლებლის მასწავლებლები და სტუდენტები.

მათთვის საინტერესო აღმოჩნდა ინფორმაცია პროექტის შესახებ და წარმოდგენილი თემები: დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი გენდერული პოლიტიკა, გენდერული მეინსტრიმინგის დანერგვა მუნიციპალიტეტებში, ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილება. დისკუსიის დროს დაკონკრეტდა და გამოიკვეთა აქტულური საკითხები. გამოჩნდა, რა მნიშვნელობა აქვს სამართლიან ბიუჯეტირებას - ყველა გენდერული ჯგუფის საჭიროებების გათვალისწინებას.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით