ძირითადი მიმართულებები

* ქალი და გენდერული თანასწორობა * ქალი და მშვიდობის მშენებლობა * ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება * ახალგაზრდებთან მუშაობა

ვინა ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა ჯგუფი, რომლებიც გავერთიანდით, რათა შეგვექმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, 1997 წლის ოქტომბერში. ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქართულ მოსახლეობას საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა.

ჩვენი ორგანიზაციის მისია:

ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის მეშვეობით ქალის როლის ასამაღლებლად საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

„ვიშეგრადის „V4“ ქვეყნებისა და საქართველოს გამოცდილება ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობისათვის“ - კონფერენცია თბილისში

on . Posted in არქივი / შეხვედრები / ვორკშოპები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10  12 11 13 14 15 16 17 18 

11 მაისს თბილისში გაიმართა კონფერენცია „ვიშეგრადის „V4“ ქვეყნებისა და საქართველოს გამოცდილება ადგილობრივ დონეზე  თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობისათვის“. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საელჩოების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო სტრუქტურების და  დასავლეთ საქართველოს 15 მუნიციპალიტეტის  წარმომადგენლებმა.  ექსპერტებმა პოლონეთიდან, უნგრეთიდან, ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან და საქართველოდან წარმოადგინეს 8 პრეზენტაცია გადაწყვეტილების მიღების დონეზე საზოგადოების ჩართულობის, გენდერული მეინსტრიმინგის, მონაწილეობითი ბიუჯეტირების და სხვა აქტუალურ საკითხებზე.

მონაწილეებმა შეკითხვები დაუსვეს ექსპერტებს და მიიღეს პასუხები 5 ქვეყნის გამოცდილების გათვალისწინებით.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით