ძირითადი მიმართულებები

* ქალი და გენდერული თანასწორობა * ქალი და მშვიდობის მშენებლობა * ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება * ახალგაზრდებთან მუშაობა

ვინა ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა ჯგუფი, რომლებიც გავერთიანდით, რათა შეგვექმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, 1997 წლის ოქტომბერში. ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქართულ მოსახლეობას საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა.

ჩვენი ორგანიზაციის მისია:

ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის მეშვეობით ქალის როლის ასამაღლებლად საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

თერჯოლა - საინფორმაციო შეხვედრა გენდერული თანასწორობის საბჭოსთან

on . Posted in არქივი / შეხვედრები / ვორკშოპები

1 2 3

ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები შეიკრიბნენ. შეხვედრაზე იმსჯელეს, როგორ უნდა დაინერგოს ადგილობრივ დონეზე გენდერული მიდგომები. მოისმინეს ფონდი „სოხუმის“ გამოცდილება. 

შეხვედრის მომდევნო ნაწილში მონაწილეებმა სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია განიხილეს. სამოქმედო გეგმაში აისახა: საბჭოს სტრუქტურა, ინსტიტუციური განვითარება, ტრენინგები გენდერულ საკითხებზე, გენდერული პროგრამები ადგილობრივ ბიუჯეტში, გენდერული სტატისტიკის შექმნა.

შეხვედრა ჩატარდა პროექტის,  „ვიშეგრადის გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით