ძირითადი მიმართულებები

* ქალი და გენდერული თანასწორობა * ქალი და მშვიდობის მშენებლობა * ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება * ახალგაზრდებთან მუშაობა

ვინა ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა ჯგუფი, რომლებიც გავერთიანდით, რათა შეგვექმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, 1997 წლის ოქტომბერში. ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქართულ მოსახლეობას საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა.

ჩვენი ორგანიზაციის მისია:

ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის მეშვეობით ქალის როლის ასამაღლებლად საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

შეხვედრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან

on . Posted in არქივი / შეხვედრები / ვორკშოპები

1 2 3 4

ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებისა და  გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრების შეხვედრა გაიმართა წყალტუბოს საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

შეხვედრაზე გაკეთდა ფონდი „სოხუმის“ მიერ შემუშავებული ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის სტრატეგიული გზამკვლევის მოკლე პრეზენტაცია, შემდეგ კი იმსჯელეს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამუშაო გეგმის პროექტზე. საბჭოს წევრებმა ისაუბრეს მიმდინარე და უკვე შესრულებულ პროგრამებსა და ღონისძიებებზე, რომლებიც  გენდერულ ასპექტებს ითვალისწინებს. უნდა ითქვას, რომ ამ კუთხით წყალტუბო ერთ-ერთი მოწინავე მუნიციპალიტეტია.

შეხვედრა ჩატარდა პროექტის „ვიშეგრადის გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით