პარტნიორების თათბირები პრაღაში

on . Posted in არქივი / შეხვედრები / ვორკშოპები

 1  2 3
18-19 აპრილს ფონდმა „სოხუმმა“ მოაწყო გაცნობითი ვიზიტი პრაღაში  პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ ფარგლებში. შეხვედრას დაესწრნენ პროექტის აფხაზი პარტნიორები, ექსპერტები, პროექტის მონაწილეები ჩეხეთიდან, პოლონეთიდან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან, ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები.
დაისვა შემდეგი საკითხები: ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილება გენდერული თანასწორობის მიღწევის კუთხით, სამოქალაქო საზოგადოების როლი გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისა და ევროინტეგრაციისათვის, ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის პრეზენტაცია და ორგანიზაციის წვლილი ადგილობრივ დონეზე გენდერული მექანიზმების ინსტიტუციონალიზაციაში.
პარტნიორების დახმარებით გაიმართა საინტერესო შეხვედრა ადგილობრივ თვითმმართველობასთან „პრაღა 10“ ადგილობრივ მუნიციპალიტეტში გენდერული მეინსტრიმინგის გამოცდილების გაცნობის მიზნით.  
შეხვედრაზე ძირითადი ადგილი დაიკავა მსჯელობამ კვლევის მეთოდოლოგიასა და მეთოდიკის შემუშავებაზე. პროექტის ფარგლებში ჩატარდება პოლიტიკური დოკუმენტების კვლევა ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების გენდერული პრობლემატიკის გათვალისწინების კუთხით ევროპული ინტეგრაციის კონტექსტში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით