ძირითადი მიმართულებები

* ქალი და გენდერული თანასწორობა * ქალი და მშვიდობის მშენებლობა * ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება * ახალგაზრდებთან მუშაობა

ვინა ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა ჯგუფი, რომლებიც გავერთიანდით, რათა შეგვექმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, 1997 წლის ოქტომბერში. ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქართულ მოსახლეობას საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა.

ჩვენი ორგანიზაციის მისია:

ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის მეშვეობით ქალის როლის ასამაღლებლად საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

შეხვედრა ოზურგეთის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან

on . Posted in არქივი / შეხვედრები / ვორკშოპები

1 2 3

ფონდმა „სოხუმმა“ 4 ივლისს ოზურგეთის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

სამუშაო ფორმატის გაცნობის შემდეგ გაიმართა ფონდი „სოხუმის“ პროექტის ფარგლებში შემუშავებული დოკუმენტის „გენდერული მეინსტრიმინგის დანერგვა მუნიციპალიტეტებში“ პრეზენტაცია. შეკრებილებმა  ისაუბრეს მუნიციპალიტეტის გენდერულ პოლიტიკაზე, გამოცდილებასა და გამოწვევებზე, სხვა გენდერული თანასწორობის საბჭოების მუშაობაზე. შეხვედრაზე განიხილეს გენდერული პოლიტიკის სამოქმედო გეგმის სამოდელო პროექტი, დაიგეგმა მომავალი საქმიანობა. 

შეხვედრა ჩატარდა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით