ძირითადი მიმართულებები

* ქალი და გენდერული თანასწორობა * ქალი და მშვიდობის მშენებლობა * ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება * ახალგაზრდებთან მუშაობა

ვინა ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა ჯგუფი, რომლებიც გავერთიანდით, რათა შეგვექმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, 1997 წლის ოქტომბერში. ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქართულ მოსახლეობას საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა.

ჩვენი ორგანიზაციის მისია:

ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის მეშვეობით ქალის როლის ასამაღლებლად საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

შეხვედრა ქუთაისის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან

on . Posted in არქივი / შეხვედრები / ვორკშოპები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქუთაისის სასწავლო ცენტრში პროექტის  „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრა ჩატარდა. საინტერესო დისკუსიები გაიმართა გენდერული პოლიტიკის, სამოქალაქო ჩართულობის საკითხებზე. გამოიკვეთა არაერთი პოზიცია იმასთან დაკავშირებით,  როგორ ხედავენ ახალგაზრდები საკუთარი ქალაქის ყოფას და მოქალაქეთა, განსაკუთრებით ახალგაზრდების კეთილდღეობის პერსპექტივებს, რამდენად არიან მზად, თვითონაც მიიღონ მონაწილეობა მათთვის სასურველი ცვლილებების განხორციელებაში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით