ძირითადი მიმართულებები

* ქალი და გენდერული თანასწორობა * ქალი და მშვიდობის მშენებლობა * ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება * ახალგაზრდებთან მუშაობა

ვინა ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა ჯგუფი, რომლებიც გავერთიანდით, რათა შეგვექმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, 1997 წლის ოქტომბერში. ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქართულ მოსახლეობას საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა.

ჩვენი ორგანიზაციის მისია:

ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის მეშვეობით ქალის როლის ასამაღლებლად საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

მრგვალი მაგიდა ოჩამჩირეში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე

on . Posted in არქივი / მრგვალი მაგიდა

აფხაზეთის ქალთა ასოციაციის ინიციატივით ქალაქ ოჩამჩირეში გაიმართა მრგვალი მაგიდა  ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ადამიანის უფლებების და ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტები, პედაგოგები და რაიონული კრების დეპუტატი. მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა ისაუბრეს პრობლემებზე, ცვლილებებზე, ინიციატივებზე. აღინიშნა, რომ „საჭიროა მეტი აქტიურობა“, „თუკი ოჩამჩირეში მეტი იქნება არაგულგრილი ადამიანი, ყველა პრობლემის მოგვარება შეიძლება“, „საჭიროა სწრაფვა უკეთესობისკენ“…

მრგვალი მაგიდა გაიმართა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით