ძირითადი მიმართულებები

* ქალი და გენდერული თანასწორობა * ქალი და მშვიდობის მშენებლობა * ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება * ახალგაზრდებთან მუშაობა

ვინა ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა ჯგუფი, რომლებიც გავერთიანდით, რათა შეგვექმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, 1997 წლის ოქტომბერში. ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქართულ მოსახლეობას საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა.

ჩვენი ორგანიზაციის მისია:

ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის მეშვეობით ქალის როლის ასამაღლებლად საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

რადიოგადაცემა საზოგადოების ცხოვრებაში გენდერული მიდგომების დანერგვის მნიშვნელობის შესახებ

on . Posted in არქივი / მასმედია

17 ივნისს რადიო „რიონის“ ეთერით გაიმართა გადაცემა საზოგადოებრივ ცხოვრებაში გენდერული მიდგომების დანერგვის მნიშვნელობის შესახებ. ფონდი „სოხუმის“ თავმჯდომარემ ალლა გამახარიამ - ექსპერტმა გენდერულ საკითხებში, ისაუბრა მუშაობაზე, რომელიც ფონდმა „სოხუმმა“ გასწია გენდერული მიდგომების დანერგვის კუთხით: ევროპული ქვეყნების (ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, უნგრეთი) გამოცდილების ამსახველ კვლევაზე, თბილისში ჩატარებულ კონფერენციაზე. რესპონდენტი შეჩერდა გენდერული საკითხების გათვალისწინების მნიშვნელობაზე ჩვენს ცხოვრებაში. თითქოსდა უბრალო და ჩვეულებრივი საკითხები საკმაოდ დიდ გავლენას ახდენენ ქალებისა და მამაკაცების ცხოვრებაზე. მაგალითად, რა დროს მოდის წყალი, როგორაა მოწყობილი პანდუსები, თუ საერთოდ არ არის ისინი, ბნელ ქუჩაზე რა ადგილას ანთია შუქი - ეს და უამრავი სხვა საკითხი აისახება ქალების ცხოვრებაზე, კიდევ უფრო ართულებს და საფრთხეს უქმნის მათ. მაგრამ შესაძლებელია ყველაფრის თავიდან აცილება, თუკი სწორად მივუდგებით გენდერული პრობლემების მოგვარებას.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

გენდერული თანასწორობის ხარისხი საქართველოში

on . Posted in არქივი / მასმედია

1 2

29 მაისს პრაღაში (ჩეხეთი) დაიბეჭდა ექსპერტ ეკატერინე გამახარიას სტატია „გენდერული თანასწორობის ხარისხის გაზომვა საქართველოში“.

სტატიაში აღწერილია გენდერული თანასწორობის მხრივ საქართველოში არსებული მდგომარეობა. არის აქცენტი იმაზე, რომ სიტუაციის გაუმჯობესება შესაძლებელია მხოლოდ ყველა დაინტერესებული მხარის კონსოლიდაციით. ამისთვის საჭიროა სახელისუფლებო სტრუქტურების, დონორი ორგანიზაციების, კერძო სექტორის და არასათავრობო ორგანიზაციების ჩართვა. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ეფექტური გენდერული პოლიტიკა და პროგრამები, რომელთა მეშვეობითაც ქალებისთვის ხელმისაწვდომი გახდება პოლიტიკა, ხელმძღვანელი თანამდებობები შრომის ბაზარზე.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

სიუჟეტი კონფერენციის შესახებ

on . Posted in არქივი / მასმედია

ტელეკომპანია „რიონის“ ეთერით გავიდა სიუჟეტი, რომელიც 11 მაისს თბილისში გაიმართულ კონფერენციას „ვიშეგრადის „V4“ ქვეყნებისა და საქართველოს გამოცდილება ადგილობრივ დონეზე  თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობისათვის“ ეხებოდა. 

ექსპერტებმა, შეხვედრის ორგანიზატორებმა და სტუმრებმა სიუჟეტში ისაუბრეს გადაწყვეტილების მიღების დონეზე საზოგადოების ჩართულობის, გენდერული ბიუჯეტირების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. გამოიკვეთა გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაც.

სიუჟეტი მომზადდა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

სიუჟეტი „რიონის“ ეთერით - მრგვალი მაგიდა წყალტუბოში

on . Posted in არქივი / მასმედია

ტელეკომპანია „რიონის“ ეთერით სიუჟეტი გავიდა თემაზე, რომელიც წყალტუბოში გამართულ მრგვალ მაგიდას ასახავს. შეხვედრის თემა იყო „გენდერული მიდგომების დანერგვა ადგილობრივ პოლიტიკაში.“

გენდერული მეინსტრიმინგი ადგილობრივ მუნიციპალიტეტში, არსებული რესურსები, სამომავლო სტრატეგიები - ამ საკითხებზე საუბრობენ სიუჟეტში საკანონმდებლო ადა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, შეხვედრის ორგანიზატორები და მონაწილეები.

სიუჟეტი მომზადდა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით