ძირითადი მიმართულებები

* ქალი და გენდერული თანასწორობა * ქალი და მშვიდობის მშენებლობა * ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება * ახალგაზრდებთან მუშაობა

ვინა ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა ჯგუფი, რომლებიც გავერთიანდით, რათა შეგვექმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, 1997 წლის ოქტომბერში. ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქართულ მოსახლეობას საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა.

ჩვენი ორგანიზაციის მისია:

ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის მეშვეობით ქალის როლის ასამაღლებლად საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

ჩეხეთი: ინფორმაციას პროექტის შესახებ ეცნობიან საქართველოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები

on . Posted in არქივი / შეხვედრები / ვორკშოპები

1

ჩეხეთში, არასამთავრობო ორგანიზაციაში „გენდერული კვლევები“ (Gender Studies) გაიმართა სემინარი საქართველოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისთვის ჩეხეთის რესპუბლიკაში გენდერული მეინსტრიმინგის და გენდერული თანასწორობის საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის კუთხით. საუბარი წარმართა კლარა კოზლოვამ. ის არის ექსპერტი, მონაწილე ფონდი „სოხუმის“ პროექტისა „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ (მხარდამჭერი - ვიშეგრადის ფონდი). მან უამბო სემინარის მონაწილეებს აღნიშნული პროექტის შესახებ და 5 ქვეყნის (ჩეხეთი, პოლონეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, საქართველო) წარმომადგენელი ექსპერტების მიერ პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შესახებ პოლიტიკური დოკუმენტებისთვის ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში გენდერული პრობლემატიკის გათვალისწინებით ევროპული ინტეგრაციის კონტექსტში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდისმხარდაჭერით

ინფორმაციის და გამოცდილების გაცვლის შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის თვითმმართველობებთან

on . Posted in არქივი / შეხვედრები / ვორკშოპები

 

 

ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის დარბაზში, 18 ივლისს ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ჩატარდა ინფორმაციის და გამოცდილების გაცვლის შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის თვითმმართველობებთან, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით. ამ ფორმატის ეს რიგით მეორე შეხვედრაა - პირველი ქუთაისში გაიმართა იმერეთის ადგილობრივი თვითმმართველობების მონაწილეობით.

ფონდი „სოხუმის“  წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს პროექტი, რომელიც ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით და მიმართულია ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისაკენ ევროპის მოწინავე ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით.  

ინტერესი გამოიწვია საკითხმა, როგორია ჩეხეთის გამოცდილება ადგილობრივ დონეზე თანაბარ მართვაში მოქალაქეთა  ჩართულობის კუთხით და რა „გენდერული მარკერები“ გამოიყენება პროგრამებში ჩართულთა სოციალურ-დემოგრაფიული სურათის ანალიზისთვის;  რა პრაქტიკა არსებობს ქართულ სინამდვილეში სამოქალაქო მონაწილეობის თვალსაზრისით და როგორია ამ მიმართულებით  ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო ჯგუფების, საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლობის რეზულტატები - PIN სოციალური ჩართულობის პროექტის,  გაეროს განვითარების პროგრამის  წარმატებული პრაქტიკის მაგალითზე - ადგილობრივი სამოქალაქო ჯგუფების მონაწილეობით.  

საუბარი შეეხო საკითხს, რამდენად ქმედით მექანიზმს  წარმოადგენს დემოკრატიული მმართველობის ხელშეწყობისათვის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოები, რომლის ინსტიტუციონალიზაციაშიც  ფონდ „სოხუმს“ უდიდესი წვლილი მიუძღვის და როგორ ხდება მუნიციპალიტეტების მხრიდან ორგანიზაციის ექსპერტიზის და  გამოცდილების გამოყენება.

შეხვედრის მასალები სასარგებლო იქნება პროექტით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად, რაც თანხვედრაშია სახელმწიფო პოლიტიკის დეკლარირებულ პრინციპებთან - მოხდეს  გენდერულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და ახალი კონცეფციების მიღების მხარდაჭერა;  გენდერული თანასწორობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შექმნა, გენდერული განვითარების უზრუნველყოფა და საერთაშორისო ხელშეკრულებებთან ჰარმონიზაციის ხელშეწყობა.  

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

შეხვედრა იმერეთის თვითმმართველობებთან: ინფორმაციის და გამოცდილების გაცვლა - სამოქალაქო ჩართულობის პროექტების ინოვაციური პრაქტიკა

on . Posted in არქივი / შეხვედრები / ვორკშოპები

   

 

ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ქუთაისის გუბერნიის დარბაზში გამოცდილების გაცვლის მიზნით გაიმართა შეხვედრა იმერეთის ადგილობრივი თვითმმართველობების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების  წარმომადგენლებთან. საუბარი შეეხო ფონდი „სოხუმის“, საერთაშორისო ორგანიზაცია PIN-ის და სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ერთობლივად განხორციელებულ პროექტებს; ორ სექტორს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას მოქალაქეთა მეტი კეთილდღეობისათვის.

შეხვედრაზე ასევე გაიმართა დისკუსია მუნიციპალიტეტებში 2016 წლიდან დაკანონებული ახალი ინსტიტუციური რგოლის - გენდერული თანასწორობის საბჭოების როლისა და ფუნქციის შესახებ. გამოითქვა რწმენა, რომ საბჭოები გახდება მოქალაქეთა საჭიროებებზე ორიენტირებული, მოქნილი მექანიზმი და კარგი რესურსი ეფექტური ადგილობრივი მმართველობისთვის.

შეხვედრა განხორციელდა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

შეხვედრა ქუთაისის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან

on . Posted in არქივი / შეხვედრები / ვორკშოპები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქუთაისის სასწავლო ცენტრში პროექტის  „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრა ჩატარდა. საინტერესო დისკუსიები გაიმართა გენდერული პოლიტიკის, სამოქალაქო ჩართულობის საკითხებზე. გამოიკვეთა არაერთი პოზიცია იმასთან დაკავშირებით,  როგორ ხედავენ ახალგაზრდები საკუთარი ქალაქის ყოფას და მოქალაქეთა, განსაკუთრებით ახალგაზრდების კეთილდღეობის პერსპექტივებს, რამდენად არიან მზად, თვითონაც მიიღონ მონაწილეობა მათთვის სასურველი ცვლილებების განხორციელებაში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

პარტნიორების თათბირები პრაღაში

on . Posted in არქივი / შეხვედრები / ვორკშოპები

 1  2 3
18-19 აპრილს ფონდმა „სოხუმმა“ მოაწყო გაცნობითი ვიზიტი პრაღაში  პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ ფარგლებში. შეხვედრას დაესწრნენ პროექტის აფხაზი პარტნიორები, ექსპერტები, პროექტის მონაწილეები ჩეხეთიდან, პოლონეთიდან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან, ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები.
დაისვა შემდეგი საკითხები: ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილება გენდერული თანასწორობის მიღწევის კუთხით, სამოქალაქო საზოგადოების როლი გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისა და ევროინტეგრაციისათვის, ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის პრეზენტაცია და ორგანიზაციის წვლილი ადგილობრივ დონეზე გენდერული მექანიზმების ინსტიტუციონალიზაციაში.
პარტნიორების დახმარებით გაიმართა საინტერესო შეხვედრა ადგილობრივ თვითმმართველობასთან „პრაღა 10“ ადგილობრივ მუნიციპალიტეტში გენდერული მეინსტრიმინგის გამოცდილების გაცნობის მიზნით.  
შეხვედრაზე ძირითადი ადგილი დაიკავა მსჯელობამ კვლევის მეთოდოლოგიასა და მეთოდიკის შემუშავებაზე. პროექტის ფარგლებში ჩატარდება პოლიტიკური დოკუმენტების კვლევა ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების გენდერული პრობლემატიკის გათვალისწინების კუთხით ევროპული ინტეგრაციის კონტექსტში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით