პროექტის შესახებ
ეფექტური მართვა და გენდერული თანასწორობა - ეს არის საქართველოს რეფორმის დღის წესრიგის ძირითადი პრიორიტეტული საკითხები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში. დეკლარირებული ვალდებულებების მიუხედავად, დასახული მიზნების მიღწევა ჯერაც რთულია. ძალიან დაბალია ქალთა მონაწილეობა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში. ადგილობრივი მთავრობები მოკლებულნი არიან ძალაუფლებას და გააჩნიათ საზოგადოების მონაწილეობის დეფიციტი.
პროექტი ეფუძნება მოსაზრებას, რომ გენდერულად სენსიტიური ადგილობრივი მმართველობის რეფორმის გატარება არის ძლიერი ძალა, რაც საქართველოს დააახლოებს ევროპულ მიზნებთან. ევროპული, კერძოდ კი ვიშეგრადის გამოცდილება გენდერულად სენსიტიური მართვის კუთხით აგრეთვე იქნება ნეიტრალური პლატფორმა ქართველი და აფხაზი ლიდერი ქალებისთვის და ხელს შეუწყობს ნდობის აღდგენას, ერთმანეთისთვის ცოდნის გაზიარებას.
პროექტი მიმართულია ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლისკენ გენდერული მეინსტრიმინგის და ადგილობრივი მმართველობის რეფორმაში საზოგადოების მონაწილეობის მხრივ. ვიშეგრადის ქვეყნებმა წარმატებით გამოიყენეს ასეთი რეფორმები რეგიონალური თანამშრომლობისა და ევროინტეგრაციის მისაღწევად.
საქართველოს შეუძლია დიდი სარგებელი ნახოს ამ გამოცდილებით. სასწავლო ვიზიტის, კვლევის, შემდგომი საზოგადოებრივი და ექსპერტული კონსულტაციების შედეგად, პროექტის ფარგლებში შემუშავდება ადგილობრივი მმართველობის რეფორმასა და გენდერულ მეინსტრიმინგზე ორიენტირებული პოლიტიკური სტრატეგია.
პროექტში აფხაზეთის არასამთავრობო ორგანიზაციის მონაწილეობა ხელს შეუწყობს მათ ევროპული მართვის სტანდარტების უკეთ გაცნობიერებაში. ამასთანავე - გააძლიერებს ნდობას ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებს შორის, გააერთიანებს მათ ერთი მიზნის ირგვლივ, რაც უმთავრეს ელემენტს წარმოადგენს მშვიდობის შენების პროცესში.