ძირითადი მიმართულებები

* ქალი და გენდერული თანასწორობა * ქალი და მშვიდობის მშენებლობა * ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება * ახალგაზრდებთან მუშაობა

ვინა ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა ჯგუფი, რომლებიც გავერთიანდით, რათა შეგვექმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, 1997 წლის ოქტომბერში. ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქართულ მოსახლეობას საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა.

ჩვენი ორგანიზაციის მისია:

ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის მეშვეობით ქალის როლის ასამაღლებლად საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

მზადება პროექტისთვის

on . Posted in არქივი / მრგვალი მაგიდა

პროექტის „ხმების ონლაინ მრიცხველი“ დაწყება გათვალისწინებულია 2019 წლის ოქტომბერში. ამ დროისთვის ფონდი „სოხუმი“ და მისი პარტნიორები ამზადებენ პროექტის პირველ ეტაპებს, რომელთა მიზანია „ხმების ონლაინ მრიცხველის“  სატესტო ვერსიის შექმნა წლის ბოლომდე.

სამი პარტნიორი - პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი - თავიანთი გამოცდილების გაზიარებით დაეხმარება პროექტს, რათა მოიცვას ქართული საზოგადოება.

გთხოვთ, თვალყური ადევნეთ სიახლეებს, სოციალურ ქსელში მალე გაჩნდება პუბლიკაციები პროექტის აქტივობების შესახებ.

მანამდე კი იხილეთ ფონდი „სოხუმის“ საქმიანობა ფეისბუქზე

https://www.facebook.com/fsokhumi/

vsf

გენდერული მიდგომების დანერგვა ადგილობრივ დონეზე - შეხვედრა ქუთაისში

on . Posted in არქივი / მრგვალი მაგიდა

1 2 3 4

ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ქუთაისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა მრგვალი მაგიდა „გენდერული მიდგომების დანერგვა ადგილობრივ პოლიტიკაში.“ შეხვედრის მონაწილეთა შორის იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის  სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები.

ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლებმა შეხვედრაზე წარმოადგინეს გენდერული პოლიტიკის სტრატეგიული გზამკვლევი. მონაწილეებმა იმსჯელეს, როგორ, რა მეთოდებით უნდა მოხდეს გენდერული მიდგომების დანერგვა ადგილობრივ დონეზე. რას ნიშნავს გენდერული აუდიტი, რას მოიაზრებს გენდერული ბიუჯეტი.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტში უკვე ინერგება გენდერული მიდგომები, ისაუბრეს გენდერული თანასწორობის საბჭოს ეფექტურ მუშაობაზე. მონაწილეების მხრიდან იყო შეკითხვები.

მრგვალი მაგიდა გაიმართა პროექტის „ვიშეგრადის გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

მრგვალი მაგიდა ხონში

on . Posted in არქივი / მრგვალი მაგიდა

1 2 

3 4

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე „გენდერული მიდგომების დანერგვა ადგილობრივ პოლიტიკაში (გენდერული მეინსტრიმინგი)“

შეხვედრას გენდერული საბჭოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის და  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე წარმოდგენილ იქნა ფონდი „სოხუმის“ მიერ შემუშავებული ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის სტრატეგიული გზამკვლევი. საუბარი შეეხო საკითხებს - რა სჭირდება გენდერული მიდგომების დანერგვას მუნიციპალიტეტებში,    რას ნიშნავს გენდერული ბიუჯეტი და რატომაა ის საჭირო.

ითქვა, რომ მუნიციპალიტეტს აქვს საკმაოდ კარგი წინაპირობა ამ მიმართულებით მუშაობისთვის: ადგილობრივი სოციალური სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. სოციალურად სენსიტიური პროგრამების დანერგვის ტენდენცია, ორიენტაცია საჭიროებათა გამოვლენის პრაქტიკასა და მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებზე მორგებულ გრძელვადიან სერვისებზე, მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა  - სწორედ ის საკითხებია, რაც გენდერულად ორიენტირებული პოლიტიკის ქვაკუთხედია.

მრგვალი მაგიდა გაიმართა პროექტის „ვიშეგრადის გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

„გენდერული მიდგომების დანერგვა ადგილობრივ პოლიტიკაში“ - მრგვალი მაგიდა ვანში

on . Posted in არქივი / მრგვალი მაგიდა

1 2 3 4 5

„გენდერული მიდგომების დანერგვა ადგილობრივ პოლიტიკაში“ - ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ამ საკითხზე გაიმართა მსჯელობა ვანის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში. შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები.

საუბარი, ძირითადად, შეეხო ფონდი „სოხუმის“ მიერ შემუშავებული ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის სტრატეგიულ გზამკვლევს: როგორ უნდა დაინერგოს გენდერული მეინსტრიმინგი ადგილობრივ დონეზე, რა უნდა გაითვალისწინონ ამ მიმართულებით მომუშავე ადამიანებმა, რას ნიშნავს გენდერული ბიუჯეტი და რატომაა ის საჭირო. 

მონაწილეთა მხრიდან გაიჟღერდა, რომ გენდერული პოლიტიკის ფორმირება მუნიციპალიტეტში საწყის ეტაპზეა, ამიტომ აქტიურად გააგრძელებენ თანამშრომლობას ფონდ „სოხუმთან“.

მრგვალი მაგიდა გაიმართა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით