ძირითადი მიმართულებები

* ქალი და გენდერული თანასწორობა * ქალი და მშვიდობის მშენებლობა * ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება * ახალგაზრდებთან მუშაობა

ვინა ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა ჯგუფი, რომლებიც გავერთიანდით, რათა შეგვექმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, 1997 წლის ოქტომბერში. ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქართულ მოსახლეობას საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა.

ჩვენი ორგანიზაციის მისია:

ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის მეშვეობით ქალის როლის ასამაღლებლად საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

საკონსულტაციო სერვისი ადგილობრივი თვითმმართველობისთვის

on . Posted in არქივი / შეხვედრები / ვორკშოპები

ფონდი „სოხუმის“ მიერ პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში იმერეთისა და გურიის ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის საკონსულტაციო სერვისის გაწევის მოკლე ანგარიში.

2018 წლის თებერვლიდან ივლისის ჩათვლით ფონდი „სოხუმის“ საკონსულტაციო ჯგუფმა, 5 ადამიანის შემადგენლობით 15 მუნიციპალიტეტში (12 იმერეთის, 3 გურიის) ჩაატარა მუშაობა ადგილობრივი თვითმმართველობების გენდერული პოლიტიკის, ადგილობრივი გენდერული თანასწორობის საბჭოების მუშაობის ორგანიზაციის კუთხით. ჩატარებულ საქმიანობაში აქტიურად იყო გამოყენებული ფონდი „სოხუმის“ სტრატეგიული გზამკვლევი ადგილობრივი ხელისუფლებისთვის „გენდერული მეინსტრიმინგის დანერგვა მუნიციპალიტეტებში“.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები ტყიბულში

on . Posted in არქივი / შეხვედრები / ვორკშოპები

1 2

ტყიბულის საკრებულოს სააქტო დარბაზში ფონდი „სოხუმი“ მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებს, საკრებულოსა და მერიის საფინანსო და იურიდიული, ასევე სოციალური სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა. ფონდის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის გეგმის პროექტზე იმუშავეს.

საბჭოს წევრები ჩამოყალიბდნენ გეგმის სტრატეგიულ მიზნებსა და ამოცანებზე, მათი რეალიზებისთვის საჭირო ღონისძიებებზე. დასახელებული საკითხები შეეხებოდა საბჭოს ინსტიტუციურ გაძლიერებას, ადგილობრივი სტატისტიკური ბაზის დანერგვას, საჭიროებების კვლევას, გენდერული მონიტორინგის და ანალიზის კომპონენტებს, გენდერული ბიუჯეტის პრინციპის დანერგვისთვის საჭირო ღონისძიებებს, მოქალაქეთა მონაწილეობის, სერვისების მიწოდებაში გენდერული პარამეტრების გათვალისწინების საკითხებს. 

საბჭოს წევრებმა გამოკვეთეს თემები, რომელთა ასახვა გეგმაში მიაჩნიათ მნიშვნელოვნად. ითქვა, რომ მოხდება მისი სამუშაო ჯგუფებში განხილვა და საზოგადოებისთვის გაცნობა, შემდგომი კონსულტაცია კვალიფიციურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. გეგმაზე მუშაობას დიდწილად აიოლებს მუნიციპალიტეტის გამოცდილება სოციალური ჩართულობის სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის შემუშავების კუთხით.

თანამშრომლობის და კონსულტაციების რეჟიმი ფონდსა და მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შორის კვლავაც გაგრძელდება.

შეხვედრა ჩატარდა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

ფონდი „სოხუმი“ - ჭიათურის საკრებულოში

on . Posted in არქივი / შეხვედრები / ვორკშოპები

1 2

 3 4

13 ივლისს, ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. შეხვედრას ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანი იყო - მონაწილეებისათვის ფონდი „სოხუმის“ შემუშავებული სტრატეგიული გზამკვლევის გაცნობა და გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვა.

შეხვედრა ჩატარდა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

საინფორმაციო შეხვედრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

on . Posted in არქივი / შეხვედრები / ვორკშოპები

1 

2 3

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან. შეხვედრაზე ისაუბრეს გენდერული მიდგომების დანერგვის აუცილებლობაზე ადგილობრივ თვითმმართველობაში. ასევე განიხილეს ორანიზატორების მიერ მომზადებული რეკომენდაციები, რომლებიც ეხებოდა გენდერული თანასწორობის საბჭოს უკვე არსებული სამოქმედო გეგმის სრულყოფას.

შეხვედრა ჩატარდა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

საინფორმაციო შეხვედრა სამტრედიის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან

on . Posted in არქივი / შეხვედრები / ვორკშოპები

12 3

ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით სამტრედიის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.

- გენდერული მეინსტრიმინგი ადგილობრივ დონეზე, საბჭოს მუშაობის ძირითადი პრინციპები, სამოქმედო გეგმის განხილვა - შეხვედრა ამ საკითხების ირგვლივ გაიმართა.

შეკითხვების დიდი ნაწილი ეხებოდა ბიუჯეტში გენდერული პროგრამების ასახვას, საზოგადოების ჩართულობას, ქსელური მუშაობის პრინციპების დანერგვას.

საკრებულოს თავმჯდომარემ, ნუგზარ ჯამბურიამ, რომელიც ამავე დროს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბჭოს წევრებისთვის მნიშვნელოვანია კონსულტაციები გენდერულ საკითხებზე. ისინი მზად არიან სამოქმედო გეგმა დამტკიცებამდე საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან განიხილონ და მათ საჭიროებებს მოარგონ.

შეხვედრა გაიმართა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით