ძირითადი მიმართულებები

* ქალი და გენდერული თანასწორობა * ქალი და მშვიდობის მშენებლობა * ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება * ახალგაზრდებთან მუშაობა

ვინა ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა ჯგუფი, რომლებიც გავერთიანდით, რათა შეგვექმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, 1997 წლის ოქტომბერში. ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქართულ მოსახლეობას საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა.

ჩვენი ორგანიზაციის მისია:

ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის მეშვეობით ქალის როლის ასამაღლებლად საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

ცვლილებები საპროექტო მუშაობაში

on . Posted in შეხვედრები

1 2 3

პროექტი „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ თავიდანვე კარგად იყო გააზრებული და დაგეგმილი. ბოლო დროს Covid-19 ვირუსის გამო შექმნილმა საგანგებო მდგომარეობამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა ეს პროექტი, მაგრამ გამოჩნდა ხელისშემშლელი ფაქტორებიც. პროექტის მონაწილეები ონლაინ შეხვედრების დროს ახალ გზებს ეძებენ, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდეს. მორიგ შეხვედრაზე განხილულ იქნა ონლაინ პლატფორმის „ამომრჩევლის რჩევის აპლიკაციის“ (Voter Advice Application) დანერგვასთან დაკავშირებული საკითხები: პოლონელი ტრენერის მიერ ტრენინგის ჩატარება - ამჯერად ონლაინ; ონლაინ დაიწყება მუშაობა პოლიტიკურ პარტიებთან - მოხდება მათი ინფორმირება აპლიკაციის დანერგვის და პანდემიის პირობებში გამოვლენილი საჭიროებების კუთხით. შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ვიდეორგოლის მომზადებაზე - ანიმაციური ვიდეორგოლი ამომრჩეველს კარგად დაანახებს ონლაინ პლატფორმის არსს, მის მნიშვნელობას გააზრებული არჩევანისთვის და მისცემს სათანადო ინსტრუქციას.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით