ძირითადი მიმართულებები

* ქალი და გენდერული თანასწორობა * ქალი და მშვიდობის მშენებლობა * ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება * ახალგაზრდებთან მუშაობა

ვინა ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა ჯგუფი, რომლებიც გავერთიანდით, რათა შეგვექმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, 1997 წლის ოქტომბერში. ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქართულ მოსახლეობას საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა.

ჩვენი ორგანიზაციის მისია:

ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის მეშვეობით ქალის როლის ასამაღლებლად საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა

on . Posted in კვლევები / პუბლიკაციები

ფონდი „სოხუმი“ წლებია, აქტიურად მუშაობს ადგილობრივ თვითმმართველობებთან გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვის მიზნით. შემუშავებულია და გამოცემულია არაერთი დოკუმენტი თუ მეთოდური სახელმძღვანელო.

ამჯერად შემუშავდა მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის პროექტი - ეს არის ნიმუში, მოდელი, რომლის საფუძველზეც შეიძლება ადგილობრივი ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული სამოქმედო გეგმის გაწერა.

გენდერული პოლიტიკის რეალიზაციის სამუშაო გეგმა ხელს შეუწყობს საბიუჯეტო რესურსების სამართლიან განაწილებას, ადგილობრივ პროცესებში ქალებისა და მამაკაცების სრულ ჩართვას.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

სტრატეგიული გზამკვლევი ადგილობრივი ხელისუფლებისთვის - ფონდი „სოხუმის“ ახალი პუბლიკაცია

on . Posted in კვლევები / პუბლიკაციები

1გენდერული მეინსტრიმინგის დანერგვა მუნიციპალიტეტებში - სტრატეგიული  გზამკვლევი ადგილობრივი  ხელისუფლებისთვის - ამ სახელწოდებისაა ფონდი „სოხუმის“ ახალი პუბლიკაცია. მასში ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს, მათ შო­რის აფხა­ზე­თის და ვი­შეგ­რა­დის ოთხი ქვეყ­ნის (უნ­გრე­თი, პო­ლო­ნე­თი, ჩე­ხე­თი, სლო­ვა­კე­თი) გა­მოც­დი­ლე­ბის შე­დე­გად დაგ­რო­ვი­ლი ექ­სპერ­ტუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი.

გზამ­კვლე­ვი არის დამ­ხმა­რე მე­თო­დო­ლო­გი­ური სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო, რო­მე­ლიც ხელს შე­უ­წყობს ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გენ­დერ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კის და­ნერ­გვა­ში. მას­ში მო­ცე­მუ­ლია იმ სა­კითხ­თა ნუს­ხა, რო­მელ­თა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გენ­დე­რუ­ლი მე­ინ­სტრი­მინ­გის გა­სა­ტა­რებ­ლად ად­გი­ლობ­რივ პო­ლი­ტი­კა­ში.

პუბლიკაცია შემუშავდა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილება ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობისათვის“ ფარგლებში.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

„გენდერული მეინსტრიმინგი ადგილობრივ თვითმმართველობაში“

on . Posted in კვლევები / პუბლიკაციები

ფონდი „სოხუმის“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოცემა - პუბ­ლი­კა­ცია აქტუალურ თემაზე „გენდერული მეინსტრიმინგი ადგილობრივ თვითმმართველობაში“. ეს არის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ექ­სპერ­ტთა მი­ერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნაშ­რო­მე­ბის კრე­ბული, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს, ვი­შეგ­რა­დის ქვეყ­ნე­ბის და  საქართველოს გა­მოც­დი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ად­გი­ლობ­რივ  მმარ­თვე­ლო­ბა­ში გენ­დე­რუ­ლი პოლიტიკის ადვოკატირებას.

კვლე­ვე­ბი ჩა­ტარ­და  პრო­ექ­ტის „ვი­შეგ­რა­დის ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა ად­გი­ლობ­რივ დო­ნე­ზე თა­ნა­ბა­რი, ინ­კლუ­ზი­უ­რი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბი­სათ­ვის“ ფარ­გლებ­ში.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

მრავალკომპონენტიანი კვლევები

on . Posted in კვლევები / პუბლიკაციები

პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ ფარგლებში დასრულდა მრავალკომპონენტიანი კვლევების პირველი ეტაპი, რომელშიც ჩართული იყო ქართული მხარის 4 ექსპერტი (პროექტი მიმართულია ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისაკენ ევროპის მოწინავე ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით).

მკვლევარებმა წარმოადგინეს საექსპერტო ნაშრომების დრაფტები, რომლებიც 4 დამოუკიდებელ თემას მოიცავს და ეხება ადგილობრივ დონეზე გენდერული პოლიტიკის სხვადახვა ასპექტს.

კვლევის დასრულების შემდეგ რეკომენდაციათა საფუძველზე შემუშავდება პოლიტიკური სტრატეგია, ორიენტირებული ადგილობრივი მმართველობის რეფორმის ჩატარებასა და გენდერულ მეინსტრიმინგზე, რაც პუბლიკაციის სახით მიეწოდება საზოგადოებას.

პროექტიხორციელდებავიშეგრადის ფონდისმხარდაჭერით