ძირითადი მიმართულებები

* ქალი და გენდერული თანასწორობა * ქალი და მშვიდობის მშენებლობა * ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება * ახალგაზრდებთან მუშაობა

ვინა ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა ჯგუფი, რომლებიც გავერთიანდით, რათა შეგვექმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, 1997 წლის ოქტომბერში. ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქართულ მოსახლეობას საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა.

ჩვენი ორგანიზაციის მისია:

ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის მეშვეობით ქალის როლის ასამაღლებლად საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

პროექტის შესახებ

on . Posted in პროექტის შესახებ

პროექტი ითვალისწინებს ხმის პირველი ონლაინ-მრიცხველის შემოღებას საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

ეს აპლიკაცია ხელს შეუწყობს ინფორმაციის მიღებას და დისკუსიებს 2020 წლის არჩევნების პროცესში და მიმდინარე კამპანიის შესახებ, რაც საქართველოს საზოგადოებას უფრო დემოკრატიულსა და გამჭვირვალეს გახდის.

მოწვეული იქნება არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტია, რათა თავისი მოსაზრება გამოხატოს პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით.

შემდეგ ამომრჩევლები შეძლებენ თავიანთი მოსაზრებების დაფიქსირებას. ძირითადი პრინციპი მარტივია. წარმოდგენილია რიგი საკითხებისა, მომხმარებელს შეუძლია „დაეთანხმოს“, „არ დაეთანხმოს“, ან „სანახევროდ დაეთანხმოს“. შემდეგ ონლაინსისტემა განსაზღრავს მომხმარებლის დამოკიდებულებას პოლიტიკური პარტიების მიმართ (კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მომხრეები). შედეგი დაეხმარება საქართველოს ამომრჩევლებს, განსაზღვრონ, რომელ პარტიას შეიძლება მისცენ ხმა.

პროექტის მხარდასაჭერად გაიმართება სატელევიზიო გადაცემები და საზოგადოებრივი დებატები, შეიქმნება  პუბლიკაციები სოციალურ მედიაში.

ფონდ „სოხუმს“ დაეხმარება  ვიშეგრადის ქვეყნების სამი პარტნიორი:

  1. ფონდი „ფემინოტეკა“, https://feminoteka.pl/
  2. არასამთავრობო ორგანიზაცია „გენდერული კვლევები“, http://genderstudies.cz/
  3. ტრნავის უნივერსიტეტის სოციოლოგიის დეპარტამენტი http://ff.truni.sk/en

პარტნიორთა დახმარება გულისხმობს ადვოკატირების და ონლაინკამპანიის სტრატეგიის შემუშავებას.

ფონდი „სოხუმი“ არის ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია ქუთაისში, საქართველოში. ორგანიზაცია მუშაობს საქართველოში მშვიდობიანი დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის და მხარს უჭერს ქალთა აქტივობებს, მათ გადაქცევას სამშვიდობო პროცესების მთავარ მონაწილეებად.

პროექტი ხორციელდება ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთის და სლოვაკეთის მთავრობების, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ვიშეგრადის გრანტების მხარდაჭერით. ფონდის მისიაა - იდეების წინ წაწევა ცენტრალურ ევროპაში მდგრადი რეგიონული თანამშრომლობისთვის.

მზადება პროექტისთვის

on . Posted in არქივი / მრგვალი მაგიდა

პროექტის „ხმების ონლაინ მრიცხველი“ დაწყება გათვალისწინებულია 2019 წლის ოქტომბერში. ამ დროისთვის ფონდი „სოხუმი“ და მისი პარტნიორები ამზადებენ პროექტის პირველ ეტაპებს, რომელთა მიზანია „ხმების ონლაინ მრიცხველის“  სატესტო ვერსიის შექმნა წლის ბოლომდე.

სამი პარტნიორი - პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი - თავიანთი გამოცდილების გაზიარებით დაეხმარება პროექტს, რათა მოიცვას ქართული საზოგადოება.

გთხოვთ, თვალყური ადევნეთ სიახლეებს, სოციალურ ქსელში მალე გაჩნდება პუბლიკაციები პროექტის აქტივობების შესახებ.

მანამდე კი იხილეთ ფონდი „სოხუმის“ საქმიანობა ფეისბუქზე

https://www.facebook.com/fsokhumi/

vsf