ძირითადი მიმართულებები

* ქალი და გენდერული თანასწორობა * ქალი და მშვიდობის მშენებლობა * ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება * ახალგაზრდებთან მუშაობა

ვინა ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა ჯგუფი, რომლებიც გავერთიანდით, რათა შეგვექმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, 1997 წლის ოქტომბერში. ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქართულ მოსახლეობას საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა.

ჩვენი ორგანიზაციის მისია:

ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის მეშვეობით ქალის როლის ასამაღლებლად საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

შეხვედრები პოლიტიკურ პარტიებთან

on . Posted in შეხვედრები

1 2 3 4 5

ფონდის „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობამ ინოვაციური პროექტის „ონლაინ ხმის მრიცხველი - ამომრჩველის რჩევის აპლიკაცია (Voter Advice Application) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ ფარგლებში პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებიდაიწყო. ფონდის „სოხუმის“ თანამშრომლებმა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს გააცნეს ინფორმაცია პროექტისა და მასში ჩართვის შესაძლებლობის შესახებ, რამაც მათი დაინტერესება გამოიწვია. პარტიებმა გამოთქვეს თანამშრომლობის სურვილი. ორგანიზაცია კვლავაც აგრძელებს პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებს და აქტიურ კომუნიკაციას პროექტში მათი ჩართულობის უზრუნველსაყოფად.

ამ ეტაპზე შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა პარტიებმა:ეკა ბესელიას „პარტია სამართლიანობისთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“, ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“.

„ამომრჩევლის რჩევის აპლიკაცია“ გულისხმობს ონლაინ პლატფორმის შექმნას, სადაც მოქალაქეებს აპლიკაციაში ასახულ კითხვებზე პასუხების გაცემის გზით, შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ იგივე კითხვაზე საარჩევნო პოლიტიკური სუბიექტების პოზიციას და შეხედულებას, მოკლედ და ამომრჩევლისთვის გასაგებ ენაზე. ეს დაეხმარება მოქალაქეს, გაიგოს, თუ რომელი პოლიტიკური სუბიექტი დგას ყველაზე ახლოს მის შეხედულებებთან, რათა არჩევნებზე შეძლოს ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთება. 

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით