ძირითადი მიმართულებები

* ქალი და გენდერული თანასწორობა * ქალი და მშვიდობის მშენებლობა * ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება * ახალგაზრდებთან მუშაობა

ვინა ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა ჯგუფი, რომლებიც გავერთიანდით, რათა შეგვექმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, 1997 წლის ოქტომბერში. ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქართულ მოსახლეობას საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა.

ჩვენი ორგანიზაციის მისია:

ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის მეშვეობით ქალის როლის ასამაღლებლად საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

საინფორმაციო შეხვედრა სამტრედიის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან

on . Posted in შეხვედრები / ვორკშოპები

12 3

ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით სამტრედიის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.

- გენდერული მეინსტრიმინგი ადგილობრივ დონეზე, საბჭოს მუშაობის ძირითადი პრინციპები, სამოქმედო გეგმის განხილვა - შეხვედრა ამ საკითხების ირგვლივ გაიმართა.

შეკითხვების დიდი ნაწილი ეხებოდა ბიუჯეტში გენდერული პროგრამების ასახვას, საზოგადოების ჩართულობას, ქსელური მუშაობის პრინციპების დანერგვას.

საკრებულოს თავმჯდომარემ, ნუგზარ ჯამბურიამ, რომელიც ამავე დროს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბჭოს წევრებისთვის მნიშვნელოვანია კონსულტაციები გენდერულ საკითხებზე. ისინი მზად არიან სამოქმედო გეგმა დამტკიცებამდე საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან განიხილონ და მათ საჭიროებებს მოარგონ.

შეხვედრა გაიმართა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით