კითხვარის შემუშავება „ამომრჩევლის რჩევის აპლიკაციისთვის“
ჩვენი ორგანიზაცია აპირებს ევროპაში წარმატებული მოდელის - ონლაინ პლატფორმის „ამომრჩევლის რჩევის აპლიკაციის“ (Voter Advice Application) დანერგვას წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით. „ამომრჩევლის რჩევის აპლიკაცია“ გულისხმობს ონლაინ პლატფორმის შექმნას. აპლიკაციაში ასახულ კითხვებზე პასუხების გაცემით, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნება, გაეცნონ საარჩევნო პოლიტიკური სუბიექტის პოზიციას. ეს დაეხმარება ამომრჩეველს, გაიგოს, რომელი პოლიტიკური სუბიექტი დგას ყველაზე ახლოს მის შეხედულებებთან, რათა გააკეთოს ინფორმირებული და გააზრებული არჩევანი.
მიუხედავად Covid-19 ვირუსით ქვეყანაში შექმნილი საგანგებო ვითარებისა, ფონდი „სოხუმი“ აგრძელებს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ განხორციელებას.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს კითხვარის შემუშავების პროცესი, რომელშიც აისახება სხვადასხვა მწვავე საკითხი, მათ შორის Covid-19 პანდემიით გამოწვეული პრობლემები.
დისტანციურ რეჟიმში მოხდა საზოგადოებაზე ვირუსის გავლენის შესწავლა. მონიტორინგის ფარგლებში უკვე გამოკითხულია 300-ზე მეტი ადამიანი.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით