ძირითადი მიმართულებები

* ქალი და გენდერული თანასწორობა * ქალი და მშვიდობის მშენებლობა * ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება * ახალგაზრდებთან მუშაობა

ვინა ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა ჯგუფი, რომლებიც გავერთიანდით, რათა შეგვექმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, 1997 წლის ოქტომბერში. ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქართულ მოსახლეობას საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა.

ჩვენი ორგანიზაციის მისია:

ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის მეშვეობით ქალის როლის ასამაღლებლად საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

პროექტის ადვოკატირების სტრატეგია

on . Posted in შეხვედრები

1 

მიუხედავად Covid-19 ვირუსით ქვეყანაში შექმნილი საგანგებო ვითარებისა, ფონდი „სოხუმი“ აგრძელებს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ განხორციელებას. პროექტის გუნდი დისტანციურ მუშაობის რეჟიმზე გადავიდა. შემუშავდა ადვოკატირების სტრატეგია, რომელშიც აღწერილია, როგორც პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობის და მუშაობის დეტალური გზები და მიდგომები, ასევე მოქალაქეების „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველის“ შესახებ ინფორმირების, მათი საარჩევნო აქტიურობის გაზრდის კონკრეტული სამოქმედო გეგმა. არსებული გამოწვევების საპასუხოდ, ადვოკატირების სტრატეგიაში გათვალისწინებულია პოლიტიკურ პარტიებთან და მოქალაქეებთან დისტანციური თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა, განისაზღვრა კონკრეტული სახელმწიფო ინსტიტუტები, გადაწყვეტილების მიმღებნი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებთანაც აქტიური კომუნიკაციის გზით, ფონდი „სოხუმი“ დასახული მიზნების მიღწევას შეეცდება და უზრუნველყოფს მოქალაქეების მაქსიმალურ ინფორმირებას და ჩართვას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

ვორკშოპი ადვოკატირების საკითხებზე

on . Posted in შეხვედრები

1 2 3 4 5 6 7 8 9

ორდღიან ვორკშოპზე კლარა კოზლოვამ ქართველ პარტნიორებს გაუზიარა თავისი ქვეყნის - ჩეხეთის გამოცდილება საარჩევნო ონლაინ მრიცხველის დანერგვასთან დაკავშირებით. შემუშავდა ადვოკატირების გეგმა, გაიწერა სამუშაო სტრატეგია.

ვორკშოპი გაიმართა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ოფისში პროექტის „საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების ონლაინ მრიცხველი“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

ორდღიანი ვორკშოპი ფონდ „სოხუმში“

on . Posted in შეხვედრები

1 2

 3 4

24-25 ნოემბერს ფონდი „სოხუმის“ ოფისში ჩატარდა ორდღიანი ვორკშოპი. ექსპერტებმა ვიშეგრადის ქვეყნებიდან და საქართველოდან ისაუბრეს პოლიტიკური სიტუაციის შესახებ თავიანთ ქვეყნებში, განიხილეს სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების დამოკიდებულება ხმების ონლაინ-მრიცხველის აპლიკაციასთან მიმართებაში, შემუშავდა მომავალი კითხვარის სამუშაო ვერსია. მუშაობა წარმატებით და ნაყოფიერად ჩატარდა.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

ახალი პროექტის პრეზენტაცია

on . Posted in შეხვედრები

1 2

 3 4   

ფონდი „სოხუმის“ კონსულტანტმა ბენედიქტ ივანოვსმა თანამშრომლებისთვის ახალი პროექტის პრეზენტაცია გააკეთა. პროექტი ითვალისწინებს ხმის მიცემის პირველი ონლაინ-მრიცხველის შემოღებას საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს დაწვრილებითი ინფორმაცია ხმის მიცემის ონლაინ მრიცხველის აპლიკაციის შესახებ.

პროექტი ხორციელდება ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთის და
 სლოვაკეთის მთავრობების, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის
ვიშეგრადის გრანტების მხარდაჭერით