საბოლოო მაჩვენებელი - 68 760
აპლიკაციის მოქმედება დასრულდა. ონლაინ ხმის მრიცხველი დაგეგმილზე მეტხანს, კიდევ თითქმის ერთი თვე „მუშაობდა“ ინტერნეტში. საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა, დამატებითი არჩევნები კი 21 ნოემბერს - სწორედ ეს იყო მიზეზი.
საპროექტო გუნდი აქტიურად მოქმედებდა ინფორმაციის გასავრცელებელად.
საბოლოოდ აპლიკაცია შეავსო 68 760-მა ადამიანმა. ეს საკმაოდ სერიოზული მაჩვენებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ასეთი აპლიკაცია პირველად იყო წარმოდგენილი ამომრჩევლების წინაშე.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით