ძირითადი მიმართულებები

* ქალი და გენდერული თანასწორობა * ქალი და მშვიდობის მშენებლობა * ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება * ახალგაზრდებთან მუშაობა

ვინა ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა ჯგუფი, რომლებიც გავერთიანდით, რათა შეგვექმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, 1997 წლის ოქტომბერში. ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქართულ მოსახლეობას საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა.

ჩვენი ორგანიზაციის მისია:

ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის მეშვეობით ქალის როლის ასამაღლებლად საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

შეხვედრა ქუთაისის ცენტრალურ პარკში

on . Posted in შეხვედრები

1 2 3 4

6 სექტემბერს ქუთაისის ცენტრალურ პარკში გაიმართა პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ შეხვედრა ამომრჩევლებთან, სადაც მოხდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა.

ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა პოლიტიკური პარტიის წევრებს და შეხვედრაზე შეკრებილ მოქალაქეებს გააცნეს ინფორმაცია „ონლაინ ხმის მრიცხველის” შესახებ და დაურიგეს საინფორმაციო ფლაერები.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით