გენდერული თანასწორობა როგორც მდგრადი განვითარების პირობა - პუბლიკაცია აქტუალურ თემაზე
12 აპრილს ინტერნეტში დაიბეჭდა აფხაზეთის საკითხებზე ექსპერტის სტატია „გენდერული თანასწორობა როგორც მდგრადი განვითარების პირობა“. მასში მოყვანილია გენდერული მეინსტრიმინგის დანერგვის ევროპული გამოცდილება, ვიშეგრადის ქვეყნების - პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის - კონკრეტული მაგალითები.
„ხელისუფლებაში ქალთა მონაწილეობა ობიექტურად აუცილებელი პირობაა ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებისა და მდგრადი განვითარებისათვის. ქალთა ინტეგრაცია პოლიტიკურ ცხოვრებაში ნიშნავს ქალებისა და მამაკაცების ძალისხმევის გაერთიანებას საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.