ტელეგადაცემა „რიონის“ ეთერში
ტელეკომპანია „რიონის“ ეთერით ფონდი „სოხუმის“ მორიგი ტელეგადაცემა გავიდა. თემა - „მუნიციპალური გენდერული საბჭოები, როგორც ადგილობრივი სოციალურად ბალანსირებული პოლიტიკის პერსპექტივა“. გადაცემის სიუჟეტებმა მოგვითხრო ფონდი „სოხუმის“ ჩატარებული საქმიანობის შესახებ იმერეთის და გურიის გენდერული თანასწორობის საბჭოებთან. საუბარი იყო მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმაზე, გენდერული ბიუჯეტის, გენდერული სტატისტიკის, გენდერული კვლევების არსზე.
გადაცემის სტუმრებმა - ხონის გენდერული საბჭოს წევრებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, გაჟღერდა სამოქალაქო ინიციატივა, რაც შეეხება ძალიან სენსიტიურ თემას - მიგრაციას, რომელიც ყველაზე ნეგატიურ გავლენას ქალებზე ახდენს.
გადაცემა მომზადდა პროექტის „ვიშეგრადის გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.