ძირითადი მიმართულებები

* ქალი და გენდერული თანასწორობა * ქალი და მშვიდობის მშენებლობა * ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება * ახალგაზრდებთან მუშაობა

ვინა ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა ჯგუფი, რომლებიც გავერთიანდით, რათა შეგვექმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, 1997 წლის ოქტომბერში. ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქართულ მოსახლეობას საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა.

ჩვენი ორგანიზაციის მისია:

ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის მეშვეობით ქალის როლის ასამაღლებლად საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

„ადგილობრივ პოლიტიკაში გენდერული მიდგომების დანერგვის სტრატეგია“ - სტატია გაზეთ „გურია ნიუსში“

on . Posted in არქივი / მასმედია

  

„ადგილობრივ პოლიტიკაში გენდერული მიდგომების დანერგვის სტრატეგია“ - ასეთი სათაურით დაიბეჭდა სტატია  26 ივნისის გაზეთ „გურია ნიუსში“.

სტატიის ავტორი, კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ თავმჯდომარე ალლა გამახარია საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს ლიდერული ადგილი უკავია კავკასიაში პროგრესული გენდერულად მგრძნობიარე კანონების მიღების მხრივ.  მაგრამ გენდერული პოლიტიკის განხორციელება სათანადო დონეზე არ ხდება.

განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის და უნგრეთის - ე.წ. ვიშეგრადის ოთხეულის ქვეყნების გამოცდილების შესწავლას და ყველაზე წარმატებული რეფორმების გამოყენებას რეგიონალური თანამშრომლობისათვის.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, „საქართველო ევროპული გზისკენ მიისწრაფვის და ამ ქვეყნების გამოცდილება არა მარტო აქტუალური და მიმზიდველია, არამედ მნიშვნელოვანიც, რადგან საერთო ძალისხმევით შესაძლებელია, შემუშავდეს პოლიტიკური სტრატეგია, რომელიც ორიენტირებული იქნება ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერულ მეინსტრიმინგზე“.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით