რადიოგადაცემა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკისა და პრაქტიკის თემაზე
18 დეკემბერს რადიო „რიონის“ ეთერში ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული რადიოგადაცემა გავიდა თემაზე „ადგილობრივი გენდერული პოლიტიკა და პრაქტიკა - მიღწევები და გამოწვევები“.
რა არის საჭირო ადგილობრივ დონეზე თანაბარი და დემოკრატიული მართვის ხელშეწყობისათვის, რამდენად მნიშვნელოვანია გენდერული დღის წესრიგი ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკასა და პრაქტიკაში; რა შეიძლება გახდეს ინსტრუმენტი გენდერულად სამართლიანი პოლიტიკის განხორციელებისათვის; რა პრაქტიკა არსებობს საქართველოში გენდერული ბიუჯეტირების კუთხით და როგორია ადგილობრივი პერსპექტივა მისი მასშტაბური დანერგვისათვის?
სტუდიაში დიალოგს, რომელიც ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული კვლევის ავტორთან შედგა, ენაცვლებოდა ინტერვიუები ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, თვითმმართველობის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში მყოფ მოხელეებთან.
განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ადგილობრივ ხელისუფლებაში მოსული ქალბატონების ხედვა, რომელთაც ისაუბრეს გენდერული ბიუჯეტირების, ადგილობრივი მოხელეების გენდერული განათლებისა და კომპეტენციის გაზრდის აუცილებლობაზე.
მსმენელებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ პროექტზე, რომელშიც საქართველოში ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერული დღის წესრიგის დანერგვის და გენდერული რეფორმების განხორციელებითვის საჭირო სტრატეგიის შეთავაზება მოხდება. სტრატეგია დაეფუძნება ადგილზე ჩატარებულ კვლევებს, არსებულ საერთაშორისო გამოცდილებას, პროექტის განმავლობაში ჩატარებულ მასშტაბურ შეხვედრებს, სადაც იკვეთება ადგილობრივი გენდერული საჭიროებები და პრობლემების გადაჭრის ხედვა, რაშიც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ადგილობრივი გენდერული საკონსულტაციო საბჭოების ინსტიტუციურ გაძლიერებას.
გადაცემაზე ასევე დაანონსდა მომავალი შეხვედრა იმერეთის და სამეგრელოს თვითმმართველობების გენდერულ პოლიტიკაზე პასუხისმგებელ პირებთან.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით