შეხვედრა ტყიბულის მუნიციპალიტეტში გენდერული მიდგომების დანერგვის საკითხებზე
ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში ჩატარდა შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირების, საკრებულოსა და მერიის თანამშრომლების, სოციალური მომსახურების სააგენტოს ადგილობრივი სამსახურის, მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით.
შეხვედრაზე მოხდა ფონდის მიერ შექმნილი ადგილობრივი გენდერული სტრატეგიის გზამკვლევის, მისი ზოგადი პრინციპების გაცნობა. გაიმართა საინტერესო დისკუსია მუნიციპალიტეტის გენდერულ პოლიტიკასა და პრაქტიკაზე, გამოცდილებასა და გამოწვევებზე. მონაწილეებმა ისაუბრეს საჭიროებებზე, რომლებიც იკვეთება სოციალური პოლიტიკის მეტი ეფექტურობის კუთხით.
როგორც გამოჩნდა, მუნიციპალიტეტს აქვს ძალიან კარგი პრაქტიკა ადგილობრივი მოწყვლადი ჯგუფებისთვის სოციალური სერვისების დანერგვის, ქალების, ახლგაზრდების, განსაკუთრებით ხანდაზმულების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის. ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლების შეფასებით, გენდერულად მგრძნობიარე მიდგომების დანერგვა ადვილია იქ, სადაც არის სამართლიანი, მოწყვლად ჯგუფებზე ორიენტირებული სოციალური პრაქტიკა, რისი მაგალითიც ბლომად არის ტყიბულში - ორგანიზაცია PIN-ის სოციალური ჩართულობის პროექტის დამსახურებით, რომელსაც დახვდა შესაბამისი პოლიტიკური ნება ადგილობრივი თვითმმართველობისგან.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით