მზადება ექსპერტთა ჯგუფის პირველი შეხვედრისთვის
მიმდინარეობს მზადება ექსპერტთა ჯგუფის პირველი შეხვედრისთვის, რომელიც გაიმართება 17-20 აპრილს პრაღაში (ჩეხეთი). შეხვედრაზე ექსპერტები ერთმანეთს გააცნობენ ინფორმაციას სამოქალაქო საზოგადოების როლზე გენდერული მეინსტრიმინგის უზრუნველყოფის კუთხით ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე თავიანთ ქვეყნებში.
გაიმართება მსჯელობა პოლიტიკური დოკუმენტების კვლევის მეთოდოლოგიის შესახებ - ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებში გენდერული პრობლემატიკის გათვალისწინების კუთხით, ევროპული ინტეგრაციის კონტექსტში.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით