ფონდი „სოხუმი“ - ჭიათურის საკრებულოში
13 ივლისს, ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. შეხვედრას ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანი იყო - მონაწილეებისათვის ფონდი „სოხუმის“ შემუშავებული სტრატეგიული გზამკვლევის გაცნობა და გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვა.
შეხვედრა ჩატარდა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით