ძირითადი მიმართულებები

* ქალი და გენდერული თანასწორობა * ქალი და მშვიდობის მშენებლობა * ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება * ახალგაზრდებთან მუშაობა

ვინა ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა ჯგუფი, რომლებიც გავერთიანდით, რათა შეგვექმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, 1997 წლის ოქტომბერში. ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქართულ მოსახლეობას საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა.

ჩვენი ორგანიზაციის მისია:

ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის მეშვეობით ქალის როლის ასამაღლებლად საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

საკონსულტაციო სერვისი ადგილობრივი თვითმმართველობისთვის

on . Posted in არქივი / შეხვედრები / ვორკშოპები

ფონდი „სოხუმის“ მიერ პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში იმერეთისა და გურიის ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის საკონსულტაციო სერვისის გაწევის მოკლე ანგარიში.

2018 წლის თებერვლიდან ივლისის ჩათვლით ფონდი „სოხუმის“ საკონსულტაციო ჯგუფმა, 5 ადამიანის შემადგენლობით 15 მუნიციპალიტეტში (12 იმერეთის, 3 გურიის) ჩაატარა მუშაობა ადგილობრივი თვითმმართველობების გენდერული პოლიტიკის, ადგილობრივი გენდერული თანასწორობის საბჭოების მუშაობის ორგანიზაციის კუთხით. ჩატარებულ საქმიანობაში აქტიურად იყო გამოყენებული ფონდი „სოხუმის“ სტრატეგიული გზამკვლევი ადგილობრივი ხელისუფლებისთვის „გენდერული მეინსტრიმინგის დანერგვა მუნიციპალიტეტებში“.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით