ძირითადი მიმართულებები

* ქალი და გენდერული თანასწორობა * ქალი და მშვიდობის მშენებლობა * ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება * ახალგაზრდებთან მუშაობა

ვინა ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა ჯგუფი, რომლებიც გავერთიანდით, რათა შეგვექმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, 1997 წლის ოქტომბერში. ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქართულ მოსახლეობას საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა.

ჩვენი ორგანიზაციის მისია:

ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის მეშვეობით ქალის როლის ასამაღლებლად საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

შეხვედრა იმერეთის თვითმმართველობებთან: ინფორმაციის და გამოცდილების გაცვლა - სამოქალაქო ჩართულობის პროექტების ინოვაციური პრაქტიკა

on . Posted in არქივი / შეხვედრები / ვორკშოპები

   

 

ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ქუთაისის გუბერნიის დარბაზში გამოცდილების გაცვლის მიზნით გაიმართა შეხვედრა იმერეთის ადგილობრივი თვითმმართველობების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების  წარმომადგენლებთან. საუბარი შეეხო ფონდი „სოხუმის“, საერთაშორისო ორგანიზაცია PIN-ის და სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ერთობლივად განხორციელებულ პროექტებს; ორ სექტორს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას მოქალაქეთა მეტი კეთილდღეობისათვის.

შეხვედრაზე ასევე გაიმართა დისკუსია მუნიციპალიტეტებში 2016 წლიდან დაკანონებული ახალი ინსტიტუციური რგოლის - გენდერული თანასწორობის საბჭოების როლისა და ფუნქციის შესახებ. გამოითქვა რწმენა, რომ საბჭოები გახდება მოქალაქეთა საჭიროებებზე ორიენტირებული, მოქნილი მექანიზმი და კარგი რესურსი ეფექტური ადგილობრივი მმართველობისთვის.

შეხვედრა განხორციელდა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით